სეზონური მოტოეკიპირება – როგორ შევარჩიოთ მოტოციკლის შარვლები და ქურთუკები სწორად?
მოტოციკლით გადაადგილება არა მხოლოდ თავისუფლებისა და ადრენალინის წყაროა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც. ზოგიერთი დამწყები მძღოლი თვლის, რომ სრული ეკიპირება მხოლოდ ცივ ამინდში ან შორ მანძილზე მოგზაურობისას არის საჭირო, თუმცა რეალობა განსხვავებულია. თუნდაც მოკლე მანძილზე გადაადგილებისას, სათანადო ეკიპირების გარეშე, მოტოციკლისტი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ უსაფრთხოებას.
ზაფხულის პაპანაქებაში ბევრ მოტოციკლისტს უჩნდება ცდუნება, ატაროს მსუბუქი ტანსაცმელი, მაისური ან შორტი, მაგრამ სწორედ ეს გადაწყვეტილება შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს. ასფალტზე დაცემისას, მაისურით მოსიარულე მოტოციკლისტის კანი პირდაპირ კონტაქტშია მიწის ზედაპირთან, რაც სერიოზული დაზიანებების მიზეზი ხდება.
მოტო ეკიპირების თითოეული ნაწილი - ქურთუკი, შარვალი, ჩაფხუტი, ხელთათმანები და ფეხსაცმელი - ასრულებს კონკრეტულ დამცავ ფუნქციას, მიუხედავად იმისა, რა ტემპერატურაა გარეთ. სპეციალური მასალებისგან დამზადებული ეკიპირება იცავს როგორც მექანიკური დაზიანებებისგან, ასევე გარემო პირობების უარყოფითი ზემოქმედებისგან.
ამ ბლოგპოსტში კი ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა პრინციპების მიხედვით უნდა შევარჩიოთ თითოეულ სეზონზე მოტოციკლის შარვლები და ქურთუკები.
მოტოციკლის შარვლები გაზაფხულისთვის – მზადება ცვალებადი ამინიდისთვის
გაზაფხულის სეზონი არაპროგნოზირებადი ამინდებითაა ცნობილია - დღისით შესაძლოა მზე აცხუნებდეს, საღამოს კი საშინლად აცივდეს. ამ სეზონზე მოტოციკლის მართვისას ოპტიმალური არჩევანი მარტივად ვენტილირებადი, წყალგაუმტარი ქურთუკისა და მსუბუქი შარვლების შერჩევაა.
ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია მრავალფუნქციური გაზაფხულის კოლექცია, რომელიც კარგად მოერგება ცვალებად ბუნებრივ პირობებს.
ზაფხული – დაცულობისა და კომფორტის ბალანსი
ზაფხულში მთავარი გამოწვევა სიცხეა. ამიტომ, მსუბუქი, კარგად ვენტილირებადი მოტო ქურთუკი და შარვლები საუკეთესო ვარიანტია.
აირჩიეთ მსუბუქი მასალისგან დამზადებული ეკიპირება, რომელსაც კარგი სავენტილაციო სისტემა აქვს და ამავდროულად იცავს მოტოციკლის მძღოლს.
„პიტსტოპ მოტოს" ზაფხულის კოლექციაში გვაქვს ნაჭრის, ტყავისა და 4 სეზონის მოტოციკლის ქურთუკები. ჩვენი ქურთუკები აღჭურვილია მხრებისა და იდაყვის დამცავებით, რაც მძღოლის დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, მოტოციკლის ღია მაისურითა და შარვლით ტარება საფრთხის შემცველია. ასევე გირჩევთ ცხელ ამინდებშიც ატაროთ მოტოციკლის ხელთათმანი.
შემოდგომა – დაცულობა გარდამავალ სეზონზე
შემოდგომაზე ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ხოლო წვიმები უფრო ხშირია. ამ დროს აუცილებელია ქურთუკი და შარვლები, რომლებიც დაგიცავთ როგორც ქარისგან, ისე წვიმისგან. ამიტომ საშემოდგომოდ გამოგადგებათ წყალგაუმტარი მოტოციკლის ქურთუკები.
შემოდგომის სეზონისთვის გირჩევთ ტყავის შარვლის შეძენას, რომელიც საკმარისად თბილია იმისთვის, რომ ქარისგან დაგიცვათ, მისი წყალგაუმტარი ზედაპირი კი იდეალური წვიმაში გამოსაყენებლადაც.
ზამთარი – მაქსიმალური თბოიზოლაცია
ზამთარში მოტოეკიპირება უნდა იყოს მაქსიმალურად თბილი და წყალგაუმტარი. სასურველია, შარვლებსა და ქურთუკებს ჰქონდეს თერმოიზოლაციის ფენები.
„პიტსტოპ მოტოში" წარმოდგენილია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზამთრის ეკიპირება, მათ შორის თბილი ქურთუკები, დახურული ჩაფხუტები, ბალაკლავები და ა.შ.
ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, რაც ზამთარში მოტოციკლის უსაფრთხოდ და კომფორტულად სამართავად დაგჭირდებათ.
დამწყებებმა გაითვალისწინეთ, რომ თოვლიან ამინდში მოტოციკლით მოძრაობა სპეციფიკურ გამოცდილებას მოითხოვს.
საბოლოო ჯამში, ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ეკიპირება როგორც ცხელი, ისე ცივი სეზონებსითვის.
შეგახსენებთ, რომ “პიტსტოპ მოტოში” შეგხვდებათ როგორც მოტოციკლები, ისე მოპედები, მოტოციკლის ეკიპირება, მოტოციკლის აქსესუარები და ა.შ.
არჩევანის გაკეთებაში კი ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტები დაგეხმარებიან. ამისთვის ეწვიეთ ჩვენს შოურუმს რ.აგლაძის 11ა-ში.
Mar 04 , 2025