Bell-ის ჩაფხუტების 5 უპირატესობა
Bell 1950-იან წლებში, კალიფორნიაში დაარსებული ჩაფხუტების ბრენდია, რომელიც საწყის ეტაპზე როი რიხტერის (Roy Richter) მიერ, გარაჟი-სახელოსნოდან დაიწყო. თუმცა, ამ მოკრძალებული დასაწყისიდან ბრენდი სისწრაფისა და უსაფრთხოების სინონიმად იქცა!
ეს არ არის უბრალოდ ჩაფხუტების კიდევ ერთი მწარმოებელი. Bell-მა შექმნა ინდუსტრია, როდესაც დანაკარგებით შეწუხებულმა რიხტერმა გადაწყვიტა, რომ საშიში ავარიების ფონზე, მოყვარულებსა და პროფესიონალებს უკეთესი დაცვა სჭირდებოდათ. კომპანიის ისტორია სავსეა ისეთი ინოვაციებით, როგორებიცაა პირველი სრულად დახურული (Full Face) ჩაფხუტი "Bell Star" და უსაფრთხოების სტანდარტებზე მუდმივი მუშაობა.
Bell-ის ჩაფხუტები “პიტსტოპ მოტოს” შოურუმში შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ ბლოგპოსტში სწორედ ბრენდის ჩაფხუტების 5 უპირატესობაზე ვისაუბრებთ.
1. უსაფრთხოების ტექნოლოგიები - (MIPS, Flex Impact)
Bell არასოდეს არამხოლოდ მისდევს ინდუსტრიულ სტანდარტებს, არამედ თავად ქმნის მათ.
მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი MIPS ტექნოლოგიაა. ბრენდის ჩაფხუტები აღჭურვილია სისტემით, რომელიც თავის დაცვას უზრუნველყოფს ბრუნვითი ძალებისგან დარტყმისას. MIPS-ის შიდა ფენა ჩაფხუტს საშუალებას აძლევს ოდნავ იმოძრაოს თავის გარშემო, რაც თავის ტვინისთვის მიყენებულ ზიანს ამცირებს.
Flex Impact Liner ტექნოლოგია კი იყენებს მრავალშრიან შიდა საფარს, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ ეფექტურად გაუმკლავდეს როგორც დაბალი, ისე საშუალო და მაღალი სიჩქარით მიღებულ დარტყმებს.
2. მაქსიმალური კომფორტი რაიდერს
გარდა განსაკუთრებით განვითარებული უსაფრთხოების ფუნქციონალისა, ჩაფხუტი აუცილებლად კომფორტულად გამოსაყენებლი უნდა იყოს, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოგზაურობებისა და სპორტული რბოლების დროს.
Velocity Flow™ სავენტილაციო სისტემაა, რომელიც ჩაფხუტში ტენიანობის დაგროვებას უშლის ხელს. სწორედ ამ ტექნოლოგიას იყენებს ბრენდი ჩაფხუტების დამზადების პროცესში. Bell-ის პროდუქტები იდეალურ კომფორტს სთავაზობს მათ, ვინც ყოველდღიურად ან თავგადასავლებისთვის იყენებს მოტოციკლებს.
ბრენდის პროდუქტები მსუბუქი და გამძლე მასალებისგანაა დამზადებული. კომპანია იყენებს აეროკოსმოსური კლასის ნახშირბადის ბოჭკოს (Carbon Fiber) და კომპოზიტურ მასალებს, რაც ქმნის ულტრამსუბუქ და ამავდროულად განსაკუთრებით ძლიერ კონსტრუქციას, რომელიც ამცირებს დატვირთვას კისერზე და ზრდის კონცენტრაციას.
3. აეროდინამიკური სტაბილურობა
მაღალი სიჩქარის მოთხოვნილებების გათვალისწინებით, Bell-ის ჩაფხუტები ხშირად იტესტება ქარის გვირაბებში (Wind Tunnel).
პროდუქტების დიზაინი მიმართულია აეროდინამიკური წინააღმდეგობის შესამცირებლად, რაც ზრდის სტაბილურობას და ამცირებს ჩაფხუტის რყევას მაღალი სიჩქარის დროს.
გაუმჯობესებული აეროდინამიკური ფორმა და დალუქული ვიზორები ქარისგან გამოწვეულ ხმაურს ამცირებს, რაც მძღოლს კონცენტრაციის შენარჩუნებაში ეხმარება.
4. გაუმჯობესებული ხილვადობა
იმისათვის, რომ რაიდერმა მოტოციკლი ან მოპედები ეფექტურად მართოს, გადამწყვეტია მკაფიო ხედვა.
სარბოლო ჩაფხუტებში გამოყენებული გამოყენებული Double Screen Anti-Fog ტექნოლოგია იყენებს ორმაგ საფარს, რაც სრულად გამორიცხავს ვიზორის დაორთქვლას და უზრუნველყოფს ხედვის სიცხადეს ნებისმიერ პირობებში.
Bell-ის ვიზორები მძღოლს ასევე იცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან და აქვს ნაკაწრების საწინააღმდეგო საფარი.
5. მემკვიდრეობა და სტილი
Bell არ არის მხოლოდ ტექნოლოგია, ის არის მოტოპორტის ლეგენდა.
მოდელები, როგორებიცაა Bell Custom 500 და Bell Bullitt, აერთიანებს ბრენდის კლასიკურ დიზაინს თანამედროვე უსაფრთხოების ფუნქციებთან, რაც იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს როგორც სტილს, ასევე მაღალი ხარისხის დაცვას.
Bell-ს ენდობოდნენ და ენდობიან ფორმულა 1-ისა და NASCAR-ის პროფესიონალი მრბოლელები, რაც თავისთავად ადასტურებს პროდუქტის უმაღლეს ხარისხს.
Dec 10 , 2025