0
აღჭურვილობა
ნაწილები და აქსესუარები
მოტოციკლები
აღჭურვილობა
ნაწილები და აქსესუარები
სასაჩუქრე
სტილი
ბრენდები
ფასდაკლება
მთავარი / მაღაზია / ზურგჩანთა / OJ TWIN ჩანთა
როგორ მოვამზადოთ მოტოციკლი თბილი სეზონისთვის

როგორ მოვამზადოთ მოტოციკლი სეზონისთვის - "პიტსტოპ მოტოს" რჩევები

თბილი დღეების დადგომასთან ერთად, მოტოციკლის მძღოლებისთვის აქტიური სეზონი იწყება. თუმცა, სანამ მოტოციკლის მართვას დავიწყებთ, აუცილებელია მისი სათანადოდ შემოწმება და მომზადება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ცივი ამინდების პერიოდში ის გაჩერებული გყავდათ. 

ამ ბლოგში "პიტსტოპ მოტო" გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ მოტოციკლი აქტიური სეზონისთვის. განვიხილავთ 6 ძირითად კომპონენტს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ამ პროცესში. 

 

საბურავები

საბურავები ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ხანგრძლივი გაჩერების შემდეგ საბურავები შეიძლება დაზიანდეს და დაკარგოს თავისი თვისებები.

მოტოციკლის საბურავების საექსპლუატაციო პერიოდი მისი წარმოებიდან 5 წელია. ამის შემდეგ, მასალა ხდება უფრო მყარი და პლასტმასის მსგავსი. ეს ხდება მაშინაც კი, თუ საბურავი გარეგნულად კარგ მდგომარეობაშია. საბურავის გამყარება გზასთან მოჭიდებას ართულებს, რაც მძღოლის უსაფრთხოების მთავარი რისკ-ფაქტორია. 

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საბურავზე დატანილ 4-ციფრიან კოდს, რომელიც მიუთითებს მისი წარმოების წელსა და კვირას. მაგალითად, კოდი "2124" ნიშნავს, რომ საბურავი დამზადებულია 2021 წლის 24-ე კვირაში. რაც უფრო ახალია საბურავი, მით უკეთესია გზასთან მოჭიდება და მდგრადობა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბურავის პროტექტორის სიღრმე არ უნდა იყოს 0.4 მმ-ზე ნაკლები. თუ პროტექტორის სიღრმე ამ ნიშნულზე დაბალია, აუცილებლად შეცვალეთ საბურავი, რადგან ის ვეღარ უზრუნველყოფს სათანადო მოჭიდებას სველ ან მშრალ ზედაპირზე.

საბურავების რეგულარული შემოწმება უნდა მოიცავდეს წნევის კონტროლსაც. არასწორმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარი ცვეთა, საწვავის მოხმარების გაზრდა და არასტაბილურობა გზაზე. მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გირჩევთ, ყოველთვის დაიცვათ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული წნევის სტანდარტები.

 

ხუნდები

მოტოციკლის სეზონისთვის მომზადების პერიოდში მნიშნელოვანია ხუნდების დეტალური შემოწმებაც. 

ხუნდების შერჩევა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის გზაზე, რა დატვირთვითა და სიჩქარით გსურთ მოძრაობა. სპორტული სტილის მოტოსთვის განკუთვნილი ხუნდები განსხვავდება განსხვავდება ყოველდღიური გამოყენებისთვის შექმნილი ხუნდებისგან როგორც მასალით, ისე მუშაობის ეფექტიანობით.

როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, მნიშვნელოვანია, რომ მოტოციკლის ხუნდები სისქით 0.2 მმ-ს აღემატებოდეს. ამ ზომაზე ნაკლები სისქის ხუნდები აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან ასეთი ისინი ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ დამუხრუჭებას და შეიძლება კრიტიკულ სიტუაციაში გიღალატოთ.

სამუხრუჭე სისტემის მთლიანობის შემოწმებისას, ყურადღება მიაქციეთ სამუხრუჭე სითხის დონესა და ხარისხსაც. სამუხრუჭე სითხე იწოვს ჰაერს დროთა განმავლობაში, რაც მის ეფექტურობას ამცირებს. მისი განახლება ყოველ 3 წელიწადში ერთხელაა რეკომენდებული, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი კილომეტრი გაქვთ გავლილი.

ყურადღრბას მოითხოვს სამუხრუჭე დისკებიც მოითხოვს. დისკები უნდა იყოს სუფთა, არ უნდა ჰქონდეს ღრმა ნაკაწრები ან დეფორმაციები. ასეთი დაზიანებები ამცირებს სამუხრუჭე სისტემის ეფექტურობას და საჭიროებს დისკების შეცვლას.

 

წამყვანი ჯაჭვი

მოტოციკლის ჯაჭვები ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ნაწილია. მას 1 სმ-ზე მეტზე ზევით ან ქვევით მოძრაობა არ უნდა შეეძლოს, ის დაჭიმულ მდგომარეობაში უნდა იყოს. 

ყველა ჯაჭვი შედგება ლინკებზე დამაგრებული ბურთულებითა და ჩობალით. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მათგანი არ უნდა იყოს ამოვარდნილი და დაზიანებული. ჯაჭვზე ბზარების გაჩენა კი შესაძლოა დაძველებამ გამოიწვიოს. 

ასევე რეკომენდებულია ისიც, რომ ყოველ 300 კმ-ში ერთხელ გავრეცხოთ და შევზეთოთ ის. 

 

ამორტიზატორის ჩობალი (სალნიკი)

ამორტიზატორის სალნიკები (ჩობალი) უზრუნველყოფს მოტოციკლის სწრაფ და კომფორტულ მართვას. ეს კომპონენტი პირდაპირ გავლენას ახდენს მართვის ხარისხზე.

ყველა ამორტიზატორი შედგება მასზე მორგებული ჩობალისგან, იგივე სალნიკებისგან. თუ ამორტიზატორი დიდი ხნის განმავლობაში იქნება უძრავად ან მიიღებს დიდ დარტყმას, შეიძლება დაზიანდეს ჩობალიც, რაც ამორტიზატორში ზეთის დაცლას გამოიწვევს. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი განახლება.

ზეთის გაჟონვა ამორტიზატორიდან არის პირველი ნიშანი იმისა, რომ ჩობალი დაზიანებულია. თუ შენიშნავთ ზეთის ნაწვეთებს ან კვალს ამორტიზატორის მილზე, ეს მიუთითებს, რომ ჩობალი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და დაუყოვნებლივ შეცვლას საჭიროებს.

დაზიანებული სალნიკი ამორტიზატორში ზეთის დაკარგვას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში ამორტიზატორის ეფექტურობას ამცირებს. ამის შედეგად მოტოციკლი უსწორმასწორო გზაზე გადაადგილებისას ან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას არასტაბილური ხდება, ეს კი მძღოლის უსაფრთხოებას დიდ საფრთხეს უქმნის. 

 

ჰაერის ფილტრი

ჰაერის ფილტრი ძრავის ეფექტური მუშაობის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც სეზონის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს ან გაიწმინდოს.

ჰაერის ფილტრი არის ძრავის "ფილტვები" - ის უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის მიწოდებას ძრავში და იცავს მას მტვრისა და სხვადასხვა ნაწილაკებისგან. დროთა განმავლობაში, ფილტრი ჭუჭყიანდება, რაც ამცირებს მის გამტარუნარიანობას და, შესაბამისად, ახდენს გავლენას ძრავის მუშაობასა და საწვავის ეკონომიურობაზე.

ისევე როგორც მოძრაობაში, ის უძრავ მდგომარეობაშიც ბინძურდება და ზიანდება. თუ ჰაერის ერთჯერად ფილტრს იყენებთ, ის ყოველ 10 000 კმ-ში ერთხელ უნდა განაახლოთ, მრავალჯერადი გამოყენების ფილტრი კი ყოველ 300 000 კმ-ში უნდა გაირეცხოს და შეიზეთოს. 

 

აკუმულატორი

მოტოციკლის აკუმულატორი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მუშა მდგომარეობაში, თუ იგი გასინჯვისას აჩვენებს 20ვ-ს. თუ მას ვოლტაჟი დააკლდა, უნდა დაიტენოს სპეციალური დამტენით, რომელიც მის სტაბილურ და ნელ დამუხტვას უზრუნველყოფს. 

 

მოტოციკლის სეზონისთვის მომზადება რთული პროცესი ნამდვილად არ არის, თუმცა საჭიროებს დეტალებზე ორიენტირებულ მიდგომას. ზემოთ ჩამოთვლილი ექვსი კომპონენტის გამართულობა გადამწყვეტია თქვენი უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის.

"პიტსტოპ მოტო" გირჩევთ, არ დაიზაროთ და სეზონის დაწყებამდე საფუძვლიანად შეამოწმოთ თქვენი მოტოციკლი. თუ რაიმე პრობლემას აღმოაჩენთ, სჯობს დროულად მიმართოთ პროფესიონალებს. 

შეგახსენებთ, რომ ჩვენს შოურუმში პრემიუმ კლასის მოტოციკლები შეგიძლიათ შეარჩიოთ. მათი ტექნიკური მომსახურება კი ჩვენს სერვის ცენტრს ანდოთ, რომელიც ჩვენი შოურუმის გვერდით მდებარეობს. 

რეგულარული ტექნიკური მომსახურება და პრევენციული შემოწმებები არის საუკეთესო გზა, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები გზაზე და უზრუნველყოთ მოტოციკლის ხანგრძლივი და უსაფრთხო ექსპლუატაცია.

Apr 22 , 2025

როგორ მოვამზადოთ მოტოციკლი სეზონისთვის - "პიტსტოპ მოტოს" რჩევები

Apr 22 , 2025

რისთვის გვჭირდება მოტოციკლის ტელეფონის სამაგრი? - 5 მიზეზი, რის გამოც ის უნდა შეიძინოთ

Apr 15 , 2025

სეზონური მოტოეკიპირება – როგორ შევარჩიოთ მოტოციკლის შარვლები და ქურთუკები სწორად?

Mar 04 , 2025

რისთვის გვჭირდება მოტოციკლის ფეხსაცმელი?

Mar 04 , 2025

რატომ უნდა აირჩიოთ სპორტული მოტოციკლი? - უპირატესობები და უარყოფითი მხარეები

Feb 03 , 2025

მოტოციკლის ტექნიკური უზრუნველყოფა - რომელი ნაწილები უნდა შევცვალოთ რეგულარულად?

Jan 31 , 2025

წყალგაუმტარი VS ტყავის ხელთათმანები - რომელია უკეთესი?

Jan 30 , 2025

5 საუკეთესო მოპედი 2025 წლისთვის - PITSTOP MOTO გირჩევთ

Jan 27 , 2025

როგორ მოვუაროთ მოტოციკლის საბურავებს? - 10 რჩევა ახალბედა მძღოლებისთვის

Jan 24 , 2025

როგორ შევარჩიოთ ჩაფხუტი? - პიტსტოპ მოტოს გზამკვლევი

Nov 19 , 2024
×
dfdfdf