როგორ შევარჩიოთ ზამთრის საბურავები მოტოციკლისთვის?
მოტოციკლით მოძრაობა ზამთრის თვეებში რაიდერებისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან გზა ხშირად სველი, ცივი ან მოყინულია. სტანდარტული მოტოციკლის საბურავები, რომლებიც გზას თბილ ამინდში ეფექტურად ეჭიდება, დაბალ ტემპერატურაზე კარგავს ელასტიურობას და ხდება ხისტი, რაც მოჭიდებას საგრძნობლად ამცირებს. ამ პირობებში, თქვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი კი სწორედ საბურავებია.
ზამთრისათვის შესაბამისი საბურავის შერჩევა კი აუცილებლობაა, რადგან მისი შემადგენლობა და პროტექტორის სტრუქტურა სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ მოტოციკლი საიმედოდ მოეჭდოს გზას ყველაზე რთულ გარემო პირობებშიც კი.
საბურავის შემადგენლობა
ზამთრის საბურავების მთავარი განმასხვავებელი ნიშანია მათი რეზინის ქიმიური შემადგენლობა. ზაფხულის საბურავი +7°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ცივდება და მყარდება, რაც მკვეთრად ამცირებს გზასთან მოჭიდებას, ხოლო ზამთრის საბურავები დამზადებულია რბილი მასალისგან, რომელიც ინარჩუნებს ელასტიურობასა და მოჭიდებას ბევრად დაბალ ტემპერატურაზეც.
ამიტომ, ზამთრის საბურავის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ, აქვს თუ არა საბურავს აღნიშვნა "M+S" (Mud and Snow - ტალახი და თოვლი), რაც მის ზამთრისთვის ვარგისიანობაზე მიუთითებს.
პროტექტორის ნახატი და ლამელები
ზამთრის საბურავებს აქვს სპეციალური ჭრილები საბურავის ზედაპირზე, რომლებიც მოყინულ ან თოვლიან გზაზე სიარულისას იშორებენ თოვლისა და ყინულის ნაწილაკებს. ეს კი აუმჯობესებას გზაზე მოჭიდებას და ამცირებს მოცურების რისკს.
ზამთრის სეზონზე კი სწორედ ასეთი საბურავის შეძენაა რეკომენდებული იმისთვის, რომ მოტოციკლები ცივ სეზონზეც ეფექტური და უსაფრთხო იყოს.
ზომა და ტიპი
საბურავის შერჩევისას უპირველესად უნდა დაიცვათ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ზომები და არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ სიჩქარეს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავები, როგორც წესი, უფრო დაბალი სიჩქარის განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
რაც შეეხება საბურავის კონსტრუქციულ ტიპს, რადიალური საბურავები უკეთესია მაღალი წარმადობის მოტოციკლებისთვის, ვინაიდან ინარჩუნებს სტაბილურობას, მაშინ როდესაც დიაგონალური საბურავები (Bias/Diagonal) ხშირად გამოიყენება ტურისტულ ან კლასიკურ მოდელებზე და უკეთ იტანს მძიმე დატვირთვას, მათ შორის დამატებით ბარგსაც. რაც ზამთარში გრძელ მანძილზე გადაადგილებისას შესაძლოა მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს.
საბოლოო ჯამში, მოტოციკლისა და მოპედების ზამთარში უსაფრთხოება იწყება საბურავებიდან. სპეციალური ზამთრის საბურავის შერჩევა ნიშნავს, თქვენს უსაფრთხოებაში ჩადებულ მნიშვნელოვან ინვესტიციას. სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებთ, ყოველთვის დარწმუნდით, რომ საბურავის ზომა ემთხვევა თქვენი მოტოციკლის მოთხოვნებს.
ზამთრის საბურავების მარტივად შესარჩევად კი ეწვიეთ “პიტსტოპ მოტოს” შოურუმს რაფაელ აგლაძის 11ა-ში. ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები თქვენი მოტოციკლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ საბურავებს შემოგთავაზებენ.
Dec 10 , 2025