ყველაფერი SHOEI-ს ჩაფხუტების შესახებ - როგორ ინარჩუნებს იაპონური ბრენდი მსოფლიოს პირველობას
მოტოციკლეტის ჩაფხუტების სამყაროში ბრენდები ჩნდებიან და ქრებიან, მაგრამ SHOEI უკვე 65 წელზე დიდი ხანია, რაც პრემიუმ ჩაფხუტების მსოფლიო ბაზარზე პირველობას არავის უთმობს.
ბრენდი ცნობილია თავისი პრემიუმ ხარისხის ჩაფხუტებითა და ინოვაციური, დეტალებზე ორიენტირებული დიზაინით.
“პიტსტოპ მოტო” SHOEI-ს ჩაფხუტების ფართო არჩევანს გთავაზობთ.
ბრენდის ისტორია
SHOEI-ს ისტორია 1954 წელს იწყება, როდესაც Kamata Polyester Co. დაარსდა. კომპანია ძირითადად სამშენებლო ჩაფხუტებს აწარმოებდა. ხოლო მისი დამფუძნებელი ეიტარო კამატა ტოკიოში გაიზარდა და მოგვიანებით გახდა იმ ინოვაციების ინიციატორი, რომლებმაც SHOEI-ს მსოფლიოს გარშემო სახელი გაუთქვა.
SHOEI-მ მოტოციკლისთვის ჩაფხუტი პირველად 1960 წელს შექმნა. 1962 წლისთვის კი SHOEI იაპონიაში პირველი ჩაფხუტების ბრენდი იყო, რომელმაც იაპონური ინდუსტრიული სტანდარტის (JIS) სერტიფიკატი მიიღო.
თავად ბრენდის დასახელება - SHOEI - არ არის რეალური სიტყვა და არაფერს ნიშნავს. ამაზე თავად კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ.
რა ხდის SHOEI-ს ბრენდს განსაკუთრებულს
SHOEI-ს ჩაფხუტებს მრავალი ფაქტორი გამოარჩევს კონკურენტებისგან, თუმცა მათ შორის უმნიშვნელოვანესი ბრენდის ხარისხი და ჩაფხუტების ტექნიკური მახასიათებლებია.
ხელით დამზადების ტექნოლოგია - SHOEI-ს უზარმაზად საწარმოში თითოეული ჩაფხუტი ხელით იწყობა. პროცესში ჩართულია დაალოებით 50-მდე ადამიანია.
ხარისხის კონტროლი - SHOEI-ს თითოეული ჩაფხუტი ხარისხის მკაცრ კონტროლს გადის. საწარმოში წლის მანძილზე ტესტირებისას მინიმუმ 3000 ჩაფხუტი ნადგურდება. ანუ ყოველდრიურად მინიმუმ 9 ჩაფხუტი ეწირება იმ ტესტირებებს, რომლებმაც მძღოლის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
ეფექტური ვენტილაცია - SHOEI პირველი იაპონური ჩაფხუტი იყო, რომელმაც ვენტილაციის სისტემა წარმოადგინა. SHOEI-ს უახლესი ჩაფხუტი, X- SPR PRO ნიკაპის არეში - 3, შუბლის არეში - 4, ხოლო კეფის არეში 6 გაგრილების გვირაბითაა წარმოდგენილი.
რბოლებში მონაწილეობა - SHOEI-ს ჩაფხუტებს პროფესიონალი მრბოლელები ატარებენ MotoGP-ში - მოტორბოლის უმაღლეს ლიგასა და სხვა სერიებში. ეს ადასტურებს ჩაფხუტების ეფექტურობასა და საიმედოობას;
მოდელების მრავალფეროვნება - “პიტსტოპ მოტოს” ცენტრში შეგხვდებათ SHOEI-ს ბრენდის როგორც ღია, ისე დახურული ჩაფხუტები;
UV დაცვა და დამატებითი ფუნქციები - SHOEI-ს ვიზორები მძღოლს იცავს ქარისგან, ჭუჭყისგან, მწერებისა და მზის მავნე UV სხივების 99%-სგან.
საბოლოო ჯამში, SHOEI-ს წარმატება ნამდვილად დამსახურებულია. ყველაფერი ეს ათწლეულების განმავლობაში ხარისხზე, ინოვაციებსა და მძღოლის უსაფრთხოებაზე მუდმივი მუშაობის შედეგია.
იმისათვის, რომ პრემიუმ კლასის მოტოციკლები და ჩაფხუტები შეიძინოთ, ეწვიეთ “პიტსტოპ მოტოს” შოურუმს რ.აგლაძის 11ა-ში.
ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტები მუდმივად მზად არიან თქვენს დასახმარებლად!
Jun 30 , 2025