ხელთათმანი მოტოციკლის ეკიპირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. ის მძღოლს იცავს დაზიანებებისგან და ამარტივებს მოტოციკლის მართვასაც.
მოტოციკლეტების მაღაზია PITSTOP MOTO-ში შეგხვდებათ საუკეთესო ხარისხის მოტოციკლის ხელთათმანები, რომლებიც იდეალურია როგორც პროფესიონალი, ისე დამწყები მოტოციკლის მძღოლებისთვის.
მოტოციკლის ხელთათმანები წარმოადგენს აუცილებელ უსაფრთხოების აქსესუარს, რომელიც იცავს მძღოლის ხელებს სხვადასხვა გარე ფაქტორებისგან. ისინი არა მხოლოდ დამცავი საშუალებაა, არამედ სტილის ელემენტიც. PITSTOP MOTO გთავაზობთ ხელთათმანების სხვადასხვა ტიპს, რომლებიც სხვადასხვა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
ტყავის ხელთათმანები - ტყავის ხელთათმანები გამძლე და საიმედო ეკიპირებაა მოტოციკლის მძღოლებისთვის. მისი დიზაინი დახვეწილია და შეეფერება როგორც კლასიკური, ისე სპორტული ტიპის მოტოციკლებსა და მოპედებს.
ნაჭრის ხელთათმანები - ნაჭრის ხელთათმანები გამოირჩევიან სიმსუბუქითა და მოქნილობით. ისინი იდეალურია ქალაქში გადაადგილებისას. ის თქვენს ხელებს მკაცრი ამინდისა და სხვადასხვა ფიზიკური დისკომფორტისგან იცავს.
სეზონური ხელთათმანები - PITSTOP MOTO-ში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ზამთრის, თბილი საიზოლაციო მასალით აღჭურვილი მოტოციკლის ხელთათმანი, ისე გაზაფხული-ზაფხულის მოედელებიც, რომლებიც მსუბუქი მასალისგანაა დამზადებული.
მოტოციკლის ხელთათმანების სწორად შერჩევა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტს. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ თქვენი მოტოციკლის ტიპი - სპორტული, ტურისტული თუ ენდურო, რადგან თითოეული მათგანი საჭიროებს განსხვავებული სახის დამცავ ხელთათმანებს. სპორტული მოტოციკლის მძღოლებისთვის რეკომენდებულია მაღალი დაცვის მქონე ტყავის ხელთათმანები, ხოლო ქალაქში მოძაოვრებისთვის - მოქნილი ნაჭრის მოდელები.
იმისთვის, რომ მოტოციკლის ხელთათმანები სწორად შეარჩიოთ, გაითვალისწინეთ სეზონი და ამინდის პირობებიც - ზამთარში აუცილებლად სჭირდებათ თბილი, იზოლაციური ხელთათმანები, ხოლო ზაფხულში - კარგად განიავებული მოდელები. მნიშვნელოვანია ზომის სწორად შერჩევაც - ხელთათმანი უნდა იყოს მჭიდრო, მაგრამ არ ზღუდავდეს მოძრაობის თავისუფლებას. არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ დამატებითი დამცავი ელემენტები სხვადასხვა კრიტიკულ არეებზე - მაჯის და თითების დაცვა უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას.
ამიტომ, თუ გსურთ სასურველი პროდუქტი მარტივად შეიძინოთ, ეწვიეთ ჩვენს ცენტრს ან ოფიციალურ ვებსაიტს.