SHOEI-ს ახალი კოლექცია "პიტსტოპ მოტოში"
მოტოციკლისტებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებასა და ხარისხს შორის კომპრომისს არ სცნობენ, იაპონური ბრენდი SHOEI ყოველთვის გამორჩეულია.
„პიტსტოპ მოტოში“ ჩაფხუტების კოლექცია კიდევ უფრო გამრავლფეროვნდა და დღეს მზად ვართ წარმოგიდგინოთ SHOEI-ს ბრენდის უახლესი ჩაფხუტები, რომლებიც აერთიანებს პრემიუმ დაცვას, უბადლო აეროდინამიკასა და თანამედროვე დიზაინს.
NXR2 – სპორტული სრულყოფილება
NXR2 სერია SHOEI-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხაზია, რომელიც გამოგადგებათ როგორც ქალაქში, ისე სპორტულ ტრასაზე გადაადგილებისას. Basalt Grey და Chalk Grey მოდელები გამოირჩევა დახვეწილი, მონოქრომული ფერებით, რომლებიც ხაზს უსვამს ჩაფხუტის აგრესიულ ფორმას.
მათთვის კი, ვისაც გამორჩეული სტილი უყვარს, Yagyo TC-2 გთავაზობთ ფერად და დინამიკურ გრაფიკას. თითოეული მათგანი აღჭურვილია გაუმჯობესებული ვენტილაციის სისტემითა და ხმის იზოლაციით, რაც მგზავრობას მაქსიმალურად სასიამოვნოს ხდის.
GT-Air 3 – ტურინგის ახალი სტანდარტი
თუ მოტოციკლით გრძელი მარშრუტის გავლა გიწევთ და გიზიდავთ გრძელი მოგზაურობები, GT-Air 3 თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. მოდელები Mike TC-2 (ლურჯი და წითელი აქცენტებით), Mike TC-6 (კლასიკური შავი და თეთრი კომბინაცია) და მინიმალისტური Chalk Grey გვთავაზობს ინტეგრირებულ მზისგან დამცავ ვიზორს და აეროდინამიკურ ფორმას, რომელიც მაღალ სიჩქარეზე თავის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ეს არის ჩაფხუტი, სადაც კომფორტი და უსაფრთხოება იდეალურ ბალანსშია, ხოლო მისი დიზაინი კი ნებისმიერი ტიპის მოტოციკლს უხდება.
J-Cruise 3 და J.O2 – თავისუფლება ქალაქში
მათთვის, ვინც უპირატესობას ღია ტიპის ჩაფხუტებს ანიჭებს, SHOEI-მ J-Cruise 3 Chalk და J.O2 Matt Brown წარმოადგინა. J-Cruise 3 არის პრაქტიკული არჩევანი თანამედროვე მძღოლისთვის, რომელსაც სჭირდება დიდი ვიზორი და მაღალი დონის ვენტილაცია ურბანულ პირობებში.
ხოლო J.O2 Matt Brown ღია ჩაფხუტი თავისი რეტრო სტილით და მქრქალი ყავისფერი ფერით ნამდვილი აღმოჩენაა კლასიკური მოტოციკლებისა და სკუტერების მოყვარულთათვის.
გსურთ იხილოთ ეს მოდელები რეალურად?
გვეწვიეთ „პიტსტოპ მოტოში“, სადაც შეძლებთ თითოეული მოდელის მოსინჯვას და ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენს საჭიროებებზე მორგებული ზომისა და ფერის შერჩევაში.
Mar 03 , 2026