Knox-ის დამცავები - მსუბუქი, სუნთქვადი და მრავალმხრივი პროდუქცია
“პიტსტოპ მოტო” სიამაყით წარმოგიდგენთ Knoxx-ს - ბრიტანულ ბრენდს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო დამცავ ეკიპირებას ქმნის მოტოციკლის მძღოლებისთვის.
მოტო მაღაზია Pitstop Moto ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდის დამცავი ჟაკეტები და ხელთათმანები.
თუმცა იქამდე, სანამ მათ ყველაზე პოპულარულ პროდუქტებზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია ბრენდის ისტორიისა და მიდგომების შესახებ ვიცოდეთ უფრო მეტი.
Knox - ბრენდის დაარსება და ისტორია
ბრენდი დიდ ბრიტანეთში შეიქმნა 1981 წელს. მისი ძირითადი მიმართულება კი თავიდანვე მოტო დამცავები იყო.
ბრენდისთვის ადამიანის სხეულის დაცვა იმაზე გაცილებით დიდი და ღრმა მეცნიერებაა, ვიდრე მხოლოდ მასალები ან ხახუნის ზემოქმედების ტესტირება.
მათთვის მნიშვნელოვანია იმაზე უკეთესი დიზაინისა და შემადგენლობის დაცვის საშუალებების შემუშავება, ვიდრე ამას მსოფლიოს სტანდარტები მოითხოვს.
მათ დიდი დრო დაუთმეს ისეთი მოდელების შექმნაზე, რომლებიც ადამიანის სხეულზე უკეთ იქნებოდა მორგებული და არ მისცემდა მოძრაობის საშუალებას მანევრირების დროს.
Knox-ის დამცავი ჟაკეტი, Urban Pro და Urban Pro Utility საუკეთესოა ქალაქში გადაადგილებისთვის. Utility-ს დამატებითი კომფორტისთვის აქვს ჯიბეები, რომლებიც ძალიან კომფორტულია ტურინგ მოტოციკლების მართვის დროს ხანგრძლივ მოგზაურობებში.
მათი ჩაცმა ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი.
ცივ ამინდში სასურველია თბილი და წყალგაუმტარი ფენების მორგება აუცილებელი. ეს არის ყველაზე მრავალმხრივი პროდუქტი მისი მსუბუქი წონისა და ცხელ ამინდში სუნთქვის გათვალისწინებით.
ჟაკეტები ასევე აღჭურვილია ცერა თითების მარყუჟებით, რათა მკლავზე სწორი მორგება უზრუნველყოს და არ იმოძრაოს დაცემის დროს. დამცავს ასევე გაუმჯობესებული უსაფრთხოების ქამრები აქვს, რომლითაც ის შარვალზე მაგრდება.
ფხრიწები, რომლებიც გულ-მკერდის არეშია დატანილი ზოლებად, საშუალებას გაძლევთ დააყენოთ მკერდის დამცავიც. ჯიბეები კი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ წვიმის შემთხვევაში, საწვიმარიც კი შეინახოთ მასში.
დამცავის ბადისებრი პანელით დაფარული ზედაპირები კიდევ უფრო კომფორტულსა და გრილს ხდის მას.
ასევე პოპულარული დამცავი ჟაკეტია Action Pro Sheet, რომელიც კომფორტული და სუნთქვადი დამცავია, რომელიც ეკოლოგიურად ეფექტური ბოჭკოსგანაა დამზადებული, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულსა და ელასტიურს ხდის. ეს მასალა უზრუნველყოფს იმასაც, რომ ჟაკეტს პირვანდელი სახე დიდხანს შეუნარჩუნდეს.
ამ დამცავების გამოყენებით შეგიძლიათ მართოთ როგორც ნებისმიერი ტიპის მოტოციკლი, ისე მოპედები.
მას აქვს ადგილად მოხსნადი, ზრუგის, მხრებისა და იდაყვების დამცავები, რაც ქურთუკის გასარეცხად ძალიან კომფორტულია. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამოუკიდებლად, ისე ზამთრის ტანსაცმელთან ერთად.
Action Pro-ს დამცავები შეგიძლიათ როგორც Off-road-ზე მოტოციკლის მართვისას, ისე თხილამურებზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
დამცავი აღჭურვილია ისეთი დეტალებით, როგორებიცაა შიდა მხარეს განთავსებული ქამრის მარყუჟის სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ის შარვალს დაამაგროთ.
მკერდის დამცავი კი თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ.
Handroid Pro - Knox-ის ინოვაციური ხელთათმანი
ბრენდის ერთ-ერთი ბესტსელერია, Handroid Pro - დახვეწილი და ინოვაციური დიზაინის მოტოციკლის ხელთათმანია. ის სკაფოიუდური დაცვის სისტემას მოიცავს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოტეხილობისგან იცავს მძღოლს.
მას ასევე ეგზო ჩონჩხის თითების წვერები აქვს ხელთათმანის ზედაპირზე, რომელიც მას განსაკუთრებულ იერსახეს აძლევს.
ამას კი ემატება კენგურუს ტყავისგან დამზადებული ხელის გულის დამცავები.
ხელთათმანს გავლილი აქვს 15 ტესტი, რომელიც ამოწმებს დიზაინის ეფექტურობას, გამოყენებული მასალების ხარისხს, რღვევის სიძლიერესა და ნაკერის სიმტკიცეს.
Oct 16 , 2025