0
აღჭურვილობა
ნაწილები და აქსესუარები
მოტოციკლები
აღჭურვილობა
ნაწილები და აქსესუარები
სასაჩუქრე
სტილი
ბრენდები
ფასდაკლება
მთავარი / მაღაზია / ზურგჩანთა / OJ TWIN ჩანთა
მოტოციკლის ფეხსაცმელი პიტსტოპ მოტოში

რისთვის გვჭირდება მოტოციკლის ფეხსაცმელი?

მოტოციკლის მართვა მძღოლს თავისუფლების შეგრძნებას ანიჭებს, თუმცა ასევე აკისრებს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობას. 

მაშინ, როცა ჩაფხუტი, ქურთუკი და შარვალი აუცილებელ ეკიპირებად ითვლება მოტოს მართვისას, მოტოციკლის ფეხსაცმელი ხშირად უგულებელყოფილი რჩება. 

 

ბევრი მძღოლი ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი ფეხსაცმელები სრულიად საკმარისია მოტოციკლით მგზავრობისთვის. 

ამ ბლოგპოსტში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის მოტოციკლის ფეხსაცმელი არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელი ნაწილი მოტო ეკიპირების.



უსაფრთხოება - უპირველესი პრიორიტეტი

 

მოტოციკლის ფეხსაცმლის მთავარი დანიშნულება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაა. მოტოციკლით ავარიის დროს ტერფები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ნაწილია, რომელიც ხშირად ზიანდება. აი, რას გვთავაზობს სპეციალიზებული მოტოფეხსაცმელები:

 

სპეციალური მოტოციკლის ფეხსაცმელები შექმნილია ძლიერი დაცემისგან დასაცავად. მისი სქელი ძირი, ქუსლისა და წვერის გამაგრებული ნაწილები დაცემისა და ძლიერი შეჯახების დროს გიცავთ სერიოზული დაზიანებებისგან. სტანდარტული ფეხსაცმელები, როგორც წესი, არ ფლობს ამ თვისებებს. 




დაცვა კოჭის დეფორმაციისგან

 

მოტოციკლის ფეხსაცმელი ხშირად აღჭურვილია კოჭის დამცავებით, რომლებიც ზღუდავს კოჭის მოძრაობას. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ავარიის შემთხვევაში ფეხი შეიძლება არაბუნებრივ პოზიციაში მობრუნდეს და მოიგრიხოს, რაც სერიოზული ტრავმის მიზეზი გახდება.



დაცვა მოსრიალებისგან

 

ავარიის შემდეგ მძღოლი მოტოციკლიდან ხშირად ჩამოსრიალდება ხოლმე. ჩვეულებრივი ფეხსაცმელი ამ დროს სწრაფად იცვითება და ვერ იცავს ფეხს. მოტოციკლის ფეხსაცმელი კი, პირიქით, გამძლე მასალისგანაა დამზადებული და უძლებს ხახუნს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კანის დაზიანების რისკს.



დაცვა უამინდობისგან

 

ხარისხიანი მოტოციკლის ფეხსაცმელი წყალგაუმტარია და უზრუნველყოფს თერმულ იზოლაციას. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ იმგზავროთ ნებისმიერ ამინდში - წვიმაში, თოვლსა თუ სიცხეში.

თუ უამინდობამ მოტოციკლის რომელიმე ნაწილი დაგიზიანათ, მოტოციკლეტის ნაწილები შეგიძლიათ ჩვენს შოურუმში შეიძინოთ. 

 

ხანგრძლივი გამოყენება

მოტოციკლის ფეხსაცმელი შექმნილია რთულ პირობებში ხშირი გამოყენებისთვის. ისინი გაცილებით დიდხანს გაძლებენ, ვიდრე ჩვეულებრივი ფეხსაცმელი, მიუხედავად იმისა, რომ მოტოციკლის მძღოლები მათ რეგულარულად იყენებენ. 



გამარტივებული მართვა

 

მოტო ფეხსაცმლის სპეციალური ძირი საშუალებას მოგცემთ უკეთ მიუდგეთ სამუხრუჭე პედალს და გქონდეთ მეტი კონტროლი მართვის პროცესზე.  



ვიზუალური მრავალფეროვნება

სხვადასხვა ტიპის მოტოციკლის ფეხსაცმელი საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი. 

ჩვენს შოურუმში შეგხვდებათ ერთმანეთისგან როგორც სპეციფიკით, ისე ვიზუალურად განსხვავებული მოდელები. 

ჩვენთან ვიზუალითა და სტილით როგორც მოტო ეკიპირება, ისე მოპედები და მოტოციკლები განსხვავდება ერთმანეთისგან. მოპედების კატეგორიაში თავმოყრილია როგორც ვინტაჟური, ისე სპორტული ტილის მოტოები. 

 

მოტოციკლის ფეხსაცმელი - რას გთავაზობთ ჩვენ? 

ენდურო ფეხსაცმელი - განკუთვნილია off-road მოძრაობისთვის, გამოირჩევა მაღალი ყელითა და ძლიერი დამცავებით; 

 

ედვენჩერი - ჰიბრიდული მოდელი ტურინგისა და ენდუროს შორის, იდეალური როგორც ასფალტზე, ისე off-road-ზე მგზავრობისთვის; 

 

ტურინგ ფეხსაცმელები - შექმნილია ხანგრძლივი რაიდებისთვის, პრიორიტეტი ენიჭება კომფორტს, თერმულ იზოლაციას და წყალგაუმტარობას.

 

სპორტული - განკუთვნილია მაღალი სიჩქარეებისთვის და წარმოდგენილია მაქსიმალური დაცვით. 

 

ქალაქის მოტო ფეხსაცმელები - ის გარეგნულად ჩვეულებრივ ფეხსაცმელს ჰგავს, მაგრამ აქვს ინტეგრირებული დამცავი ელემენტები, იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

 

იმისთვის, რომ ფეხსაცმლის შერჩევის პროცესში პროფესიონალური კონსულტაცია მიიღოთ, ეწვიეთ ჩვენს შოურუმს რ.აგლაძის 11ა-ში. ჩვენი კონსულტანტები მუდამ მზად არიან თქვენს დასახმარებლად. შეგახსენებთ, რომ სასურველ პროდუქტზე შეგიძლიათ განვადებითაც ისარგებლოთ. 

Mar 04 , 2025
×
გამოგვყევით 
ახალი პროდუქცია, მომსახურება, ონლაინ მაღაზია | PITSTOP MOTO
საავტორო უფლებები © 2018 წლიდან PITSTOP MOTO - ყველა უფლება დაცულია. პროვაიდერი  Webdoors
dfdfdf