0
აღჭურვილობა
ნაწილები და აქსესუარები
მოტოციკლები
აღჭურვილობა
ნაწილები და აქსესუარები
სასაჩუქრე
სტილი
ბრენდები
ფასდაკლება
მთავარი / მაღაზია / ზურგჩანთა / OJ TWIN ჩანთა
მოტოციკლის ტელეფონის სამაგრი

რისთვის გვჭირდება მოტოციკლის ტელეფონის სამაგრი? - 5 მიზეზი, რის გამოც ის უნდა შეიძინოთ

თანამედროვე რეალობაში სმარტფონი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში გვჭირდება - კომუნიკაციისთვის, ნავიგაციისთვის თუ ინფორმაციის მოძიებისთვის. 

მოტოციკლის მძღოლებისთვის კი ტელეფონთან წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიტანის სერვისის თანამშრომლები, რომლებიც მოპედით გადაადგილდებიან, ნავიგაციაზე არიან დამოკიდებული, შესაბამისად, ხშირად გამოიყენებენ ტელეფონის სამაგრს. სწორედ ამისთვის, “პიტსტოპ მოტოში” მოტოციკლის ტელეფონის სამაგრი შეგიძლიათ შეიძინოთ. ის საშუალებას მოგცემთ მართვის პროცესში ტელეფონზე წვდომა შეინარჩუნოთ. 

ტელეფონის სამაგრის შეძენას მრავალი უპირატესობა აქვს, ამ ბლოგპოსტში კი “პიტსტოპ მოტო” 5 ძირითად მიზეზს შემოგთავაზებთ, რის გამოც მოტოს ტელეფონის სამაგრი უნდა შეიძინოთ.  

 

1. უსაფრთხოების საკითხები 

მოტოციკლით მოძრაობისას უსაფრთხოება უმთავრესია. ტელეფონის ჯიბით ტარება მოტოციკლის მძღოლებისთვის დისკომფორტთან ასოცირდება - ის შეიძლება გადმოვარდეს ან მართვისას დაზიანდეს. უფრო მეტიც, ტელეფონის ამოღება სერიოზულად ზრდის ავარიის რისკს. ხარისხიანი ტელეფონის სამაგრი კი საშუალებას გაძლევთ, ტელეფონი მყარად დააფიქსიროთ საჭესთან და მიიღოთ ზარები. 

 

2. ნავიგაციის სიმარტივე

მოტოციკლის ტელეფონის სამაგრი საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ თქვენი ტელეფონი ქუჩებში ნავიგაციისთვის და რუკას თვალი მარტივად ადევნოთ.  

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიტანის სერვისის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც მუდმივად უწევთ ახალი მისამართების მოძებნა. სწორედ ამიტომ, მოტო ტელეფონის სამაგრი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მათ შორის. 

 

3. ტელეფონის დაცვა დაზიანებისგან

მოტოციკლით მგზავრობისას ტელეფონი მრავალი რისკის წინაშე დგება - წვიმა, მტვერი და შესაძლო დაცემა. ხარისხიანი ტელეფონის სამაგრი და დამცავი ქეისი თქვენს მოწყობილობას იცავს ამ საფრთხეებისგან. 

"პიტსტოპ მოტოს" კატალოგში წარმოდგენილია სპეციალური დამცავი ქეისები, რომლებიც თქვენს ტელეფონს წვიმისა და მტვრისგან დაიცავს. ხოლო თუ მოტო ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ, გირჩევთ, ეს სწორედ ჩვენს შოურუმში, ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით გააკეთოთ. ჩვენთან მოპედები განვადებით შეგიძლია შეიძინოთ, ისევე, როგორც სტანდარტული გადახდით. 

 

4. კავშირზე ყოფნის მუდმივი შესაძლებლობა

თანამედროვე სამყაროში ხაზზე ყოფნა უმნიშვნელოვანესია. ყოველი წამი და ზარი თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშნელოვანესია. ამისათვის ჩვენი სპეციალური კაბელები და დამცავი ქეისი საშუალებას მოგცემთ ტელეფონი მოძრაობისას ისე დაამაგროთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი დატენვაც შეიძლებოდეს. 

 

5. მოტოციკლის კომფორტული მართვა

და ბოლოს - ტელეფონის სამაგრი მოტოციკლით მგზავრობას მეტად კომფორტულ გამოცდილებად აქცევს. გარდა იმისა, რომ თქვენ აღარ გიწევთ ტელეფონის ამოღება და შემოწმება, სამაგრი საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ ისეთი აპლიკაციებით, როგორიცაა მუსიკის პლეიერი, მარშრუტის ჩამწერი და ნავიგაცია. 

“პიტსტოპ მოტოში” ასევე შეგხვდებათ უნივერსალური ქეისები, რომლებიც თავსებადია ნებისმიერი მოდელის ტელეფონთან, რაც მათ იდეალურ არჩევანს ხდის ნებისმიერი მოტოციკლისტისთვის.

 

"პიტსტოპ მოტოს" შეთავაზება

"პიტსტოპ მოტოში" გელით ტელეფონის სამაგრების ფართო არჩევანი, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი მძღოლის მოთხოვნებს. ჩვენს კატალოგში შეგხვდებათ ტელეფონის ქეისები, ქეისების სამაგრები, წვიმისა და უამინდობისგან დამცავი ქეისები და ტელეფონის დასამაგრებელი კაბელები.  ჩვენთან შეგხვდებათ სხვადასხვა ტიპის მოტოციკლის აქსესუარები, რომლებიც მოტოს მართვას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

პროფესიონალური კონსულტაციისთვის გვეწვიეთ ჩვენს შოურუმში, რ.აგლაძის 11ა-ში. ჩვენი მაღალკვალიფიციური კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტის შერჩევაში. 

 

Apr 15 , 2025

როგორ მოვამზადოთ მოტოციკლი სეზონისთვის - "პიტსტოპ მოტოს" რჩევები

Apr 22 , 2025

რისთვის გვჭირდება მოტოციკლის ტელეფონის სამაგრი? - 5 მიზეზი, რის გამოც ის უნდა შეიძინოთ

Apr 15 , 2025

სეზონური მოტოეკიპირება – როგორ შევარჩიოთ მოტოციკლის შარვლები და ქურთუკები სწორად?

Mar 04 , 2025

რისთვის გვჭირდება მოტოციკლის ფეხსაცმელი?

Mar 04 , 2025

რატომ უნდა აირჩიოთ სპორტული მოტოციკლი? - უპირატესობები და უარყოფითი მხარეები

Feb 03 , 2025

მოტოციკლის ტექნიკური უზრუნველყოფა - რომელი ნაწილები უნდა შევცვალოთ რეგულარულად?

Jan 31 , 2025

წყალგაუმტარი VS ტყავის ხელთათმანები - რომელია უკეთესი?

Jan 30 , 2025

5 საუკეთესო მოპედი 2025 წლისთვის - PITSTOP MOTO გირჩევთ

Jan 27 , 2025

როგორ მოვუაროთ მოტოციკლის საბურავებს? - 10 რჩევა ახალბედა მძღოლებისთვის

Jan 24 , 2025

როგორ შევარჩიოთ ჩაფხუტი? - პიტსტოპ მოტოს გზამკვლევი

Nov 19 , 2024
×
dfdfdf