როგორ შევარჩიოთ ხუნდები? - "პიტსტოპ მოტოს" რჩევები
მნიშვნელობა არ აქვს მოტოციკლი გეყოლებათ თუ მოპედი, მის ცვეთად კომპონენტებსა და სამუხრუჭე სისტემას აუცილებლად სჭირდება მუდმივი მოვლა.
მოტოციკლში სამუხრუჭე ხუნდები სწორედ ის კომპონენტია, რომელიც ყველაზე დიდ ზეწოლას განიცდის.
სწორედ ამიტომ, გარდა მათი შეცვლისა, უნდა ვიცოდეთ როგორ შევარჩიოთ ისინი სწორად. გარდა შეცვლისა, უნდა ვიცოდეთ როგორ შევარჩიოთ ისინი.
ასევე უნდა ვიცოდეთ როგორ მოვუაროთ სამუხრუჭე სისტემას.
მოტო მაღაზია “პიტსტოპ მოტო” კი ამ ბლოგპოსტში ხუნდების შერჩევის სპეციფიკაზე ისაუბრებს.
ხუნდების ტიპები და თავისებურებები
მოტოციკლის ხუნდები 2 კლასად იყოფა:
- სინთეტიკური;
- ორგანიკი;
სინტეტიკური ხუნდები ერთად შეგროვებული და შეწებებული მეტალის ფხვნილისგან არის დამზადებული. ხახუნის კოეფიციენტის განსაზღვრა კი დამოკიდებულია მეტალის ფხვნილებზე. საწყის ნაერთს დამატებული საპოხი მასალები უზრუნველყოფს მდგრად და ურყევ დამუხრუჭებას.
მისი შემადგენელი ზეთოვანი პუნქტი უზრუნველყოფს სამუხრუჭე დისკიდან ნალექების მოშორებას და მის გაწმენდას.
ორგანიკი კი შედგება კარბონ კერამიკის ნაერთისა და ლუბრიკანტებისგან, რომლებიც სამუხრუჭე დისკიდან ნალექებს აშორებს. ასევე მასში შედის შემაკავშირებელი დისი, რომელიც უზრუნველყოფს მეტად ეფექტურ დამუხრუჭებას.
ხარისხიანი მოტოციკლის ხუნდები უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული ნაერთი საუკეთესო შედეგის მისაღებად იყოს დატესტილი როგორც სიჩქარის განვითარებისას, ისე სტაბილურობის შესანარჩუნებლად მართვის დროს.
თითოეულ ნაერთს აქვს თავისი სპეციფიკური გამოყენების ადგილი.
ნაერთების პერფორმანსი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულია 2 პარამეტრით აღიწერება - ეფექტურობა და ცვეთა:
ეფექტურობა - რამდენად ეფექტურად შეუძლია დამუხრუჭება. ეს გამოიხატება ხახუნის საშუალო კოეფიციენტით და ხახუნის სტაბილურობით, რომელიც იზომება დამუხრუჭების დამახასიატებელ ძირითად ელემენტებზე - სტენდებზე და უშუალოდ მოტოციკლზე ტესტირებებისას.
ცვეთა - გამოიხატება გამოყენებული ხახუნის მასალის რაოდენობის შეფარდებით შესრულებული დამუხრუჭების რაოდენობასთან.
ეს ძირითადად სტენდზე ნაჩვენები შედეგებით ფიქსირდება.
ეფექტურობა და ცვეტა ხშირად ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. როდესაც მოპედები და მოტოციკლები ეფექტურად ამუხრუჭებს, ეს ხუნდების სწრაფ ცვეთას იწვევს.
ასევე გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც - სამუშაო ტემპერატურა.
ყველა ნაერთს არ აქვს ერთნაირი ეფექტურობა სხვადასხვა ტემპერატურაზე.
მაგ.: ტრიტის ნაერთს, არ აქვს მაღალი ცხელი ხახუნის კოეფიციენტი. 350-450 გრადუსის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მან მიაღწია, ნორმალურ, სამუშაო ტემპერატურას.
სხვა მხრივ, ის საუკეთესოდ მუშაობს საშუალო და დაბალ ტემპერატურაზე.
მაქს 300 გრადუსზე. ამიტომ ტრეკზე გამოყენებისას ზედმეტ დაძაბულობას განიცდის და ჩნდება ე.წ. გაქრობის ეფექტი. ანუ ხახუნის კოეფიციენტის გაუარესება კარგავს ეფექტურობას.
ასევე, პირიქით, თუ ტრეკის ნაერთს, ტრიტზე გამოვიყენებთ, განსაკუთრებით, ცივი დისკის პირობებში, ხუნდის მოჭერა არ იქნება კარგი. ამიტომ დამუხრუჭების მანძილი გაიზრდება.
ამიტომ, შუალედური ნაერთები ქალაქში საუკეთესოა. თუმცა, ისინი მაღალ დატვირთვას ვერ უძლევს.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ხუნდების შერჩევამდე მთავარია განსაზღვროთ როგორ რეჟიმში გამოიყენებთ მოტოციკლს და რისი მიღება გსურთ ხუნდებისგან.
იმისათვის, რომ ხუნდები მარტივად და ეფექტურად შეარჩიოთ, ეწვიეთ “პიტსტოპ მოტოს” შოურუმს რაფაელ აგლაძის 11ა-ში. ჩვენი კონსულტანტები პროფესიონალურ კონსულტაციას გაგიწევენ და დაგეხმარებიან თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შერჩევაში.
Oct 16 , 2025