Alpinestars - უმაღლესი ხარისხის იტალიური მოტოეკიპირება
მოტოციკლისტების სამყაროში არსებობს სახელები, რომლებიც უსაფრთხოებასა და ინოვაციასთან ასოცირდება.
იტალიური ბრენდი Alpinestars, რომელიც 1963 წელს დააარსდა, სწორედ ასეთია. ბრენდის სახელი ალპების მთებისათვის დამახასიათებელი ყვავილილს - ალპინებისგან მოდის.
კომპანია თავდაპირველად სათხილამურო და სალაშქრო ფეხსაცმელს აწარმოებდა, თუმცა მალევე მოტო-სამყაროს რევოლუციონერად იქცა.
„პიტსტოპ მოტოში“ მიგვაჩნია, რომ მოტო ეკიპირება უმთავრესია, ამიტომ ჩვენი კატალოგი Alpinestars-ის ბრენდის პროდუქტებს მრავლად მოიცავს - ჩვენს კატალოგში შეგხვდებათ Alpinestars-ის ქურთუკები, მაისურები, ხელთათმანები, დამცავები და ფეხსაცმელები.
ისტორიული გზა და ჩემპიონების აღიარება
ბრენდის წარმატება მჭიდროდ არის დაკავშირებული მოტოსპორტის განვითარებასთან. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, ლეგენდარულმა როჯერ დეკოსტერმა Alpinestars-ს პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა მოტოკროსში.
1980-იან წლებში კომპანიამ გააფართოვა წარმოება, შევიდა აშშ-ის ბაზარზე და ჩამოაყალიბა ის გამორჩეული ლოგო, რომელსაც დღეს ყველა რაიდერი ცნობს.
მას შემდეგ Alpinestars-ის ეკიპირებით არაერთი ლეგენდა ასპარეზობდა, მათ შორის ნიკი ჰეიდენი და კეისი სტოუნერი.
რევოლუციური ტექნოლოგიები და უსაფრთხოება
Alpinestars-ის მთავარი უპირატესობა მის ინოვაციურ მიდგომებშია, რომლებიც პირდაპირ სარბოლო ტრასებიდან ქუჩის ეკიპირებაში გადმოდის. ერთ-ერთი ასეთი გარდამტეხი მომენტი იყო Tech-Air® სისტემის შექმნა - ეს არის სრულიად დამოუკიდებელი ელექტრონული საჰაერო ბალიშების სისტემა, რომელიც მოტოციკლის მძღოლს შეჯახების დროს წამიერად იცავს. გარდა ამისა, ბრენდმა შექმნა ისეთი ეტალონური პროდუქტები, როგორიცაა Supertech R ჩექმა, რომელმაც 2000-იან წლებში სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა სპორტულ ფეხსაცმელში თავისი ერგონომიკითა და დაცვის დონით.
ფუნქციურობისა და იტალიური სტილის სინთეზი
„პიტსტოპ მოტოში“ წარმოდგენილი Alpinestars-ის კოლექცია აერთიანებს იტალიურ დახვეწილ დიზაინსა და პრაქტიკულობას. იქნება ეს ტყავის კომბინეზონები, ტურისტული ქურთუკები Gore-Tex მემბრანით თუ ურბანული მოტო-კედები, თითოეული ნივთი შექმნილია მაქსიმალური კომფორტისთვის. ბრენდის ფილოსოფია - "One Goal. One Vision" გულისხმობს, რომ ყოველი ნაკერი და დამცავი ელემენტი ემსახურება ერთადერთ მიზანს: რაიდერს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და თავდაჯერებულობას ნებისმიერ გზაზე.
შეგახსენებთ, რომ პიტსტოპ მოტოში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ეკიპირება, ისე მოპედები, ჩაფხუტები, მოტოციკლის აქსესუარები და ნაწილები.
ამიტომ თუ გსურთ იგრძნოთ ის ხარისხი, რომელსაც ჩემპიონები ენდობიან, გვეწვიეთ „პიტსტოპ მოტოში“, მოსინჯეთ Alpinestars-ის უახლესი მოდელები.
Mar 03 , 2026