0
აღჭურვილობა
ნაწილები და აქსესუარები
მოტოციკლები
აღჭურვილობა
ნაწილები და აქსესუარები
სასაჩუქრე
სტილი
ბრენდები
ფასდაკლება
მთავარი / მაღაზია / ზურგჩანთა / OJ TWIN ჩანთა
შეარჩიეთ Moto Guzzi-ს მოტოციკლები

Moto Guzzi-ს მემკვიდრეობა და ახალი ერა „პიტსტოპ მოტოში“

Moto Guzzi იტალიური ბრენდია, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც “პიტსტოპ მოტო” გახლავთ ამიერკავკასიაში. ბრენდი მსოფლიოში მოტოციკლების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. მოგეხსენებათ, Moto Guzzi არის Piaggio Group-ის წევრი, რომლის წარმომადგენელიც ასევე “პიტსტოპ მოტოა”. 

იმისთვის, რომ ბრენდის იდენტობა უკეთ გავიაზროთ, მნიშვნელოვანია მისი დაარსების ისტორიაზე საუბარი. 

Moto Guzzi-ს ისტორია

1921 წელს გენუაში „Società Anonima Moto Guzzi“ დაარსდა ემანუელე ვიტორიო პაროდის, ჯორჯო პაროდისა და კარლო გუცის მიერ. მათივე შექმნილია ბრენდის ლოგო, რიმელიც არწივის ფრთებს გამოსახავს. ეს მათ გარდაცვლილ პილოტ მეგობარს მიეძღვნა, რომელიც სატესტო ფრენისას დაიღუპა. 

ბრენდი დაარსდა 1921 წელს და 101 წელზე მეტია, არ შეუწყვეტია მოტოციკლების წარმოება. ბრენდი წარმოების დაწყებიდანვე აწარმოებდა მაღალტექნოლოგიური ფუნქციონალის მქონე თანამედროვე კლასის მოტოციკლებს, რომლებიც დიდწილად კომფორტსა და გამძლეობაზე იყო ორიენტირებული. 

მალე ბრენდმა აქტიური მონაწილეობა დაიწყო მოტო რბოლებში, რომლებიც სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ტარდებოდა. ამ შეჯიბრებებში მას არაერთი წარმატება ხვდა წილად. 

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან Moto Guzzi-მ გამოუშვა 8-ცილინდრიანი მოტოციკლი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 275 კმ/სთ იყო. ეს იყო ნამდვილი ტექნოლოგიური რევოლუცია მე-20 საუკუნეში, რის შედეგადაც Moto Guzzi-მ მოტო სპორტის დიდების დარბაზში ნამდვილად დაიმკვიდრა ღირსეული სახელი.  

საერთო ჯამში, Moto Guzzi-ს ოფიციალურ რბოლებში 3,329 გამარჯვება და 14 მსოფლიო ტიტული აქვს მოპოვებული.

Moto Guzzi-ს თანამედროვე მოდელები 

დღესდღეობით, ბრენდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, წარმოება ფოკუსირებულია გამძლეობაზე, კომფორტსა და საიმედოობაზე. მოდელები ორიენტირებულია ტურინგ მოტოციკლების წარმოებაზე თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისთვის. 

Moto Guzzi-ს დღევანდელი მოდელები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით, რომლებიც აერთიანებს კლასიკურ ფორმებს, რეტრო სტილსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. 

„პიტსტოპ მოტო“ Moto Guzzi-ის ფართო სპექტრს სთავაზობს მომხმარებელს: 

  • V7 სერია წარმოდგენილია კლასიკური მოდელებით, როგორიცაა ელეგანტური, ზურმუხტისფერი შავი V7 Special და სპორტულ სტილზე ორიენტირებული V7 Sport Verde Legnano და V7 Stone Corsa. ასევე მინიმალისტური ვიზუალის მქონე V7 Stone Ten. 
  • V85 TT უნივერსალური ტურისტული სერია ხელმისაწვდომია როგორც თავშეკავებული Grigio Tambora, ისე თვალშისაცემი Rosso Fuji შეფერილობით, რომლებიც განკუთვნილია შორ მანძილზე მოგზაურობისთვის. გარდა ამისა, ასორტიმენტშია Stelvio Duecento Tributo, როგორც დიდი სათავგადასავლო ტურისტი. ამ მოდელების გვერდით, ნამდვილი ინოვაციაა 
  • V9 მოდელი, რომელიც აღჭურვილია 853 კუბ. სმ. V-ტიპის 2-ცილინდრიანი ძრავით (65 ცხ.ძ.), რეტრო სტილის მოტოციკლებს შორის კონკურენტუნარიანი არჩევანია. 
  • V100 Mandello, რომელიც ბრენდის პირველი თხევადი გაგრილების ძრავით აღჭურვილი Sport Touring კლასის მოტოციკლია და რომელიც ტექნოლოგიურ რევოლუციასა და სპორტულ ხასიათს აერთიანებს.

 

შეგახსენებთ, რომ “პიტსტოპ მოტოს” მაღაზიაში ხელმისაწვდომია “Aprilia”-ს, “ვესპასა” და “Piaggio Group”-ის უმაღლესი ხარისხის მოპედები. თითოეული მოდელი წარმოდგენილია სხვადასხვა კუბური მეტრის ძრავით - 125, 150, 200, 310 და 400. მათი შეძენა კი განვადებითაცაა შესაძლებელი. 

მოდელის შერჩევაში “პიტსტოპ მოტოს” პროფესიონალი კონსულტანტები დაგეხმარებიან, რომლებიც დაწვრილებით გაგაცნობენ მოპედის ტექნიკურ მახასიათებლებს. შეგიძლიათ ისარგებლოთ ტესტ-დრაივითაც და შერჩეული მოტოციკლი თუ მოპედი ეზოშივე გამოსცადოთ. 

პროდუქტების შესაძენად ეწვიეთ “პიტსტოპ მოტოს” შოურუმს რაფაელ აგლაძის 11ა-ში. 

Oct 16 , 2025

როგორ შევარჩიოთ ხუნდები? - "პიტსტოპ მოტოს" რჩევები

Oct 16 , 2025

Knox-ის დამცავები - მსუბუქი, სუნთქვადი და მრავალმხრივი პროდუქცია

Oct 16 , 2025

ჩაფხუტები სიცოცხლისთვის - რა ხდის Nexx-ის ჩაფხუტებს განსაკუთრებულს?

Oct 16 , 2025

Moto Guzzi-ს მემკვიდრეობა და ახალი ერა „პიტსტოპ მოტოში“

Oct 16 , 2025

რატომ Piaggio? – იტალიური ბრენდის 5 უპირატესობა

Jul 02 , 2025

5 აუცილებელი აქსესუარი შენი მოტოციკლისთვის

Jul 02 , 2025

იტალიური ელეგანტურობის საიდუმლო — “ვესპას” კულტურული გავლენა

Jul 01 , 2025

ყველაფერი SHOEI-ს ჩაფხუტების შესახებ - როგორ ინარჩუნებს იაპონური ბრენდი მსოფლიოს პირველობას

Jun 30 , 2025

ენდურო ფეხსაცმელი ექსტრემალური მოტო სპორტისთვის - რატომ არის ის აუცილებელი?

Jun 04 , 2025

როგორ მოვემზადოთ მოპედით ლაშქრობისთვის?

Jun 04 , 2025

როგორ მოვამზადოთ მოტოციკლი სეზონისთვის - "პიტსტოპ მოტოს" რჩევები

Apr 22 , 2025

რისთვის გვჭირდება მოტოციკლის ტელეფონის სამაგრი? - 5 მიზეზი, რის გამოც ის უნდა შეიძინოთ

Apr 15 , 2025

სეზონური მოტოეკიპირება – როგორ შევარჩიოთ მოტოციკლის შარვლები და ქურთუკები სწორად?

Mar 04 , 2025

რისთვის გვჭირდება მოტოციკლის ფეხსაცმელი?

Mar 04 , 2025

რატომ უნდა აირჩიოთ სპორტული მოტოციკლი? - უპირატესობები და უარყოფითი მხარეები

Feb 03 , 2025

მოტოციკლის ტექნიკური უზრუნველყოფა - რომელი ნაწილები უნდა შევცვალოთ რეგულარულად?

Jan 31 , 2025

წყალგაუმტარი VS ტყავის ხელთათმანები - რომელია უკეთესი?

Jan 30 , 2025

5 საუკეთესო მოპედი 2025 წლისთვის - PITSTOP MOTO გირჩევთ

Jan 27 , 2025

როგორ მოვუაროთ მოტოციკლის საბურავებს? - 10 რჩევა ახალბედა მძღოლებისთვის

Jan 24 , 2025

როგორ შევარჩიოთ ჩაფხუტი? - პიტსტოპ მოტოს გზამკვლევი

Nov 19 , 2024
×
dfdfdf