მოტოციკლის ქურთუკები წარმოადგენს არა მხოლოდ სტილის ელემენტს, არამედ უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს ეკიპირებას მოტოციკლის მძღოლისთვის. სწორად შერჩეული მოტოციკლის ქურთუკი იცავს მოტოციკლისტს სხვადასხვა ამინდის პირობებში, უზრუნველყოფს დაცვას უამინდობისა და დაზიანებებისგან.
PITSTOP MOTO-ში მომხმარებელს მრავალი სხვადასხვა ტიპის მოტოციკლის ქურთუკები დახვდება, რომლებიც ყველა გემოვნებისა და საჭიროების მქონე მძღოლის ინტერესებს დააკმაყოფილებს.
4 სეზონის ჟაკეტები - მრავალფუნქციური მოტოციკლის ქურთუკი, რომელიც იდეალურად ერგება ნებისმიერ სეზონსა და ტემპერატურულ პირობებს. აღჭურვილია მოსახსნელი შიდა საფენით, რაც იძლევა ტემპერატურული რეჟიმის მარტივ რეგულირებას.
ტყავის ჟაკეტები - პრემიუმ ხარისხის მოტო ქურთუკი, რომელიც შექმნილია მაქსიმალური დაცვისა და კომფორტისთვის. იდეალურია როგორც ქალაქის, ისე გრძელი მოგზაურობებისთვის.
ნაჭრის ჟაკეტები - მსუბუქი და მოქნილი მოტო ქურთუკი, რომლებიც უზრუნველყოფს კომფორტსა და დაცვას. შექმნილი სპეციალური დამცავი ელემენტებით.
ტყავის სეტები - სრული კომპლექტი მოტოციკლის ქურთუკი, რომელიც მოიცავს ტყავის ჟაკეტსა და ტყავის შარვალს. იდეალური გადაწყვეტა სრული დაცვისა და ერთიანი სტილისთვის.
იმისთვის, რომ მოტოციკლის ქურთუკი სწორად შეარჩიოთ, პირველ რიგში, გაითვალისწინეთ თქვენი მოტოციკლის ტიპი, სტილი და ამინდი, რომელშიც მოძრაობა გიწევთ. მნიშვნელოვანია მისი ზომაც სწორად შეარჩიოთ - ის უნდა იყოს მჭიდრო, თუმცა მასში თავისუფლად უნდა შეგეძლოთ მოძრაობა.
გაითვალისწინეთ ისეთი ელემენტებიც, როგორებიცაა მასალის ხარისხი, ვენტილაცია და მდგრადობა. სწორად შერჩეული მოტოციკლის ქურთუკი გახდება თქვენი საიმედო დამცავი საშუალება ნებისმიერ გზაზე.
თუ მოტოციკლების ყიდვა ან სხვადასხვა ტიპის მოტო ეკიპირების შეძენა გსურთ, ჩვენთან პროდუქცია კონკურენტულ ფასადაა წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხით. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ მოტოციკლის მართვისას მაქსიმალურად დაცულად და კომფორტულად იგრძნოთ თავი.
ამიტომ შეარჩიეთ მოტოციკლის ქურთუკები ჩვენთან და მოემზადეთ შემდეგი თავგადასავლისთვის!