ბალაკლავას გამოყენების 5 უპირატესობა მოტოციკლის მართვისას
ბევრი დამწყები მოტოციკლისტისთვის ბალაკლავა მხოლოდ ზამთრის აქსესუართან ასოცირდება, რომელიც სიცივისგან დასაცავად გამოიყენება.
თუმცა, თუ მას სწორად შეარჩევთ, მისი გამოყენება ნებისმიერ სეზონზე კომფორტული იქნება.
მოტო მაღაზია “პიტსტოპ მოტო” ამ ბლოგპოსტში ისაუბრებს იმაზე, თუ რატომ უნდა ატაროთ ბალაკლავა ჩაფხუტის ქვეშ ყველა სეზონზე.
1. ჩაფხუტის ჰიგიენა და გამოყენების ხანგრძლივობა
ეს არის ბალაკლავას ტარების ნომერ პირველი მიზეზი. ჩაფხუტის შიდა მასალა (Lining) მუდმივად ეხება თქვენს კანს და თმას. სიცხეში გამოყოფილი ოფლი, კანის მკვდარი უჯრედები და თმის მოვლის საშუალებები პირდაპირ ჩაფხუტის შიგთავსში რჩება.
ბალაკლავა კი მოქმედებს, როგორც ბარიერი. მისი გარეცხვა ბევრად მარტივია, ვიდრე ჩაფხუტის შიგთავსის.
2. თერმორეგულაცია - სითბო ზამთარში, სიგრილე ზაფხულში
ბალაკლავას მასალას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მისი გამოყენება ოთხივე სეზონზე შეძლოთ.
ზამთარში თერმული ქსოვილი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და იცავს ყელსა და სახეს ყინვისგან. ზაფხულში კი სპეციალური მასალები ინარჩუნებს სიგრილეს. ზაფხულისათვის საუკეთესო ბამბის მასალისგან დამზადებული ბალაკლავები.
3. მაქსიმალური კომფორტი მგზავრობისას
ხშირად, ხანგრძლივი მგზავრობისას, ჩაფხუტის ნაკერებმა ან მყარმა დეტალებმა შეიძლება კანი გააღიზიანოს. ბალაკლავა კი ქმნის რბილ, დამცავ ფენას თქვენს კანსა და ჩაფხუტს შორის.
4. დაცვა გარე ფაქტორებისგან
მოტოციკლისა და მოპედის მართვისას თქვენს სახეს მხოლოდ ქარი არ ეხება. მტვერმა და გამონაბოლქვმა შესაძლოა ღია ვიზორიდან მარტივად შემოაღწიოს. ბალაკლავა კი დამატებით ფილტრს წარმოადგენს.
5. თმისა და კანის მოვლა
მათთვის, ვისაც გრძელი თმა აქვს, ბალაკლავის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის აფიქსირებს თმას და იცავს მას ჩაფხუტის ჩამკეტებში მოყოლისგან.
ასევე, მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის, ბალაკლავა ამცირებს პირდაპირ ხახუნს, რაც სახის კანს გაღიზიანებისა და გამონაყარისგან იცავს.
იმისათვის, რომ ბალაკლავა და სხვა ტიპის მოტო ეკიპირება შეიძინოთ, გვეწვიეთ შოურუმში რაფაელ აგლაძის 11ა-ში. შეგახსენებთ, რომ ჩვენს შოურუმში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ბალაკლავები, ისე წამყვანი ბრენდების მოტოციკლები, ისე მოპედები, ეკიპირება, აქსესუარები და ნაწილები.
Mar 19 , 2026