ჩაფხუტები სიცოცხლისთვის - რა ხდის Nexx-ის ჩაფხუტებს განსაკუთრებულს?
„პიტსტოპ მოტო“ სიამაყით წარმოგიდგენთ Nexx-ს, პორტუგალიური წარმოების ჩაფხუტების ბრენდს, რომელიც მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ინოვაციურ დიზაინს აერთიანებს. “პიტსტოპ მოტო” უკვე 10 წელია ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში.
თუმცა იქამდე, სანამ ჩაფხუტების ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტის, Nexx X.R3R-ის შესახებ ვისაუბრებთ, ბრენდის ისტორიას უნდა გავეცნოთ.
Nexx-ის დაარსება და ისტორია
კომპანია 2001 წელს შექიმნა ჰერდელ ლურეიოსას მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ახალგაზრდა იყო, მას მოტოსამყაროში გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა. მან თავის 3 მეგობართან ერთად დაარსა ბრენდი და აქტიურად შეუდგა ჩაფხუტების წარმოებას.
ბრენდმა მალევე დაიმკვიდრა სახელი მოტო სამყაროში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო ჩაფხუტების გაყიდვა.
Nexx-ის დევიზია “ჩაფხუტები სიცოცხლისათვის”, შესაბამისად, თითოეულ ჩაფხუტში ჩადებულია მაქსიმალური ტექნოლოგიური რესურსი მძღოლის უსაფრთხოებისთვის. პროდუქტი იქმნება ისე, რომ მაქსიმალურად აღემატებოდეს ჩაფხუტების უსაფრთხოების არსებულ სტანდარტებს.
ბრენდმა შექმნა საკუთარი ლაბორატორია ჩაფხუტების ტესტირებისა და შეფასებისთვის. ამ ლაბორატორიაში წლის განმავლობაში 2000-მდე ჩაფხუტი ნადგურდება ტესტირების დროს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის 100%-ით არის როგორც შექმნილი, ისე ტესტირებული პორტუგალიაში.
Nexx X.R3R - ბრენდის ბესტსელერი
რაც შეეხება, მის ყველაზე პოპულარულ მოდელს Nexx X.R3R-ს, ის არის ნებისმიერი სპორტული ღონისძიების ყველანაირი უსაფრთხოების სტანდარტის დასაკმაყოფილებლად შექმნილი. ის მაქსიმალურად იცავს მოტოციკლის მძღოლის უსაფრთხოებას.
მოგეხსენებათ, მოტო სპორტში სიჩქარე და აეროდინამიკა არის გადამწყვეტი. ამ მოდელს კი გააჩნია გარსი, რომელიც აეროდინამიკისთვის არის იდეალური. შესაბამისად, საშუალებას გვაძლევს განვავითაროთ მაქსიმალური სიჩქარე, თავი ვიგრძნოთ მყარად და ქარისგან მაქსიმალურად დაცულად.
ჰაერი სპეციალურად იმართება ზედა და ქვედა კანტების გავლით უკანა სპოილერისკენ, რათა თავზე მაქსიმალურად შემცირდეს ზედმეტი რხევები.
ასევე შეგვიძლია დავაყენოთ გამჭვირვალე დამატებითი სპოილერი, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს აეროდინამიკას. მოდელი შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აეროდინამიკასთან ერთად, წონასაც აქცევს ყრუადღებას.
ახალი X-PRO კარბონის 3K ქსოვილით, ის 10%-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე მისი წინამორბედი.
მისი ვინტილაცია თავს უწყობს თავის ეფექტურ გაგრილებას. აქვს 6 შემავალი და 4 გამომავალი წერტილი. მისი ჩამკეტების საშუალებით შეგვიძლია სრულად ვაკონტროლოთ ჩაფხუტის შიგნით შემავალი ჰაერის მიმართულება.
რაც შეეხება ჩაფხუტის შიგთავსს, ყველა ლაინერი არის მოხსნადი, რაც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ჩაფხუტი ამოვიღოთ გასარეცხად.
ასევე ვიზორზე და გვერდითა მექანიზმებზე დამატებულია ორმაგი რეიზნის საფარები, რომლებიც ხელს უწყობს ვიბრაციის შემცირებას და შიგნით ნაკლები ხმაურის შეღწევას.
ასევე გვაქვს ვიზორის ორმაგი ჩამკეტი, რომელიც ხელს უშლის ვიზოტირს მოულოდნელად გახსნას და ადვიალად იხსნება ხელთათმანის ტარების დროსაც.
ასევე უნდა აღინიშნოს Nexx-ის ვიზორები, რომელიც 15%-ით აღემატება მხედველობის სტანდარტულ მოთხოვნებს.
აქვს 225 გრადუსი ჰორიზონტალური და 85 გრადუსი ვერტიკალური მხედველობის არეალი.
ყველა შიდა ნაწილი არის მოხსნადი, კანზე მორგებული ბალიშებით, რომლებიც არის ჰოპიალერგიული და ანტიბაქტერიული. არ აქვს არცერთი ნაკერი მრგძნობიარე ადგილებში.
ასევე ბალიშებში გვაქვს სპეციალური ადგილები, სადაც შესაძლებელია ქაფის დამატება თუ გვსურს, რომ ჩაფხუტი უფრო მჭიდროდ გვქონდეს სახეზე.
ჩაფხუტი აღჭურვიია ლოყების ბალიშებით, რომელიც სწრაფად იხსნება.
წინა მხარეს მოთავსებულია ორი წითელი თასმა, რომელიც გადამზადებულ სამედიცინო პერსონალს საშუალებას აძლევს სწრაფად, უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ მოხსნას ჩაფხუტი.
შეგახსენებთ, რომ Nexx-ის ბრენდის ჩაფხუტებისა და ვიზორების გარდა, “პიტსტოპ მოტოში” შეგიძლიათ შეიძინოთ “ვესპას”, “Aprilia”-სა და “Piaggio Group”-ის პრემიუმ მოპედები.
თითოეული მოდელი წარმოდგენილია სხვადასხვა კუბური მეტრის ძრავით, მათი შეძენა კი განვადებითაცაა შესაძლებელი.
მოდელის შერჩევაში “პიტსტოპ მოტოს” პროფესიონალი კონსულტანტები დაგეხმარებიან, რომლებიც მოპედის ტექნიკურ მახასიათებლებს გაგაცნობენ. შეგიძლიათ ისარგებლოთ ტესტ-დრაივითაც და შერჩეული მოტოციკლი თუ მოპედი ეზოშივე მართოთ.
პროდუქტის შესარჩევად ეწვიეთ “პიტსტოპ მოტოს” შოურუმს რაფაელ აგლაძის 11ა-ში.
Oct 16 , 2025