0
აღჭურვილობა
ნაწილები და აქსესუარები
მოტოციკლები
აღჭურვილობა
ნაწილები და აქსესუარები
სასაჩუქრე
სტილი
ბრენდები
ფასდაკლება
მთავარი / მაღაზია / ზურგჩანთა / OJ TWIN ჩანთა
ჩაფხუტები პიტსტოპ მოტოში

როგორ შევარჩიოთ ჩაფხუტი? - პიტსტოპ მოტოს გზამკვლევი

მოტოციკლის მართვა ადრენალინით სავსე პროცესია, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს მძღოლის მხრიდან. 

ტრანსპორტის მართვისას უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ეკიპირების შეძენა. პირველ რიგში, კი უნდა შეირჩეს შესაფერისი ჩაფხუტი

 

მოტოციკლეტის ჩაფხუტები - ტიპები და მახასიათებლები 

ღია ჩაფხუტები - ღია ჩაფხუტები იდეალური არჩევანია იმ მოტოციკლისტებისთვის, ვისაც სიმსუბუქე და კომფორტი სურს. ისინი განსაკუთრებით პოპულარულია ქალაქში მოძრაობისას, სადაც მაღალი ტემპერატურის დროს კარგი ვენტილაცია გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამ ჩაფხუტების დიზაინი საშუალებას იძლევა ადვილად გახსნათ სახის ნაწილი, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ მოხერხებულობას. ის ასევე იდეალურად გამოსაყენებელია, როგორც მოპედის ჩაფხუტი. 

დახურული ჩაფხუტი - დახურული ჩაფხუტები თავის სრულ დაცვას გთავაზობთ. მათი კონსტრუქცია იცავს მძღოლს ქარისა და მტვრისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფი მოძრაობის დროს. ამ ტიპის ჩაფხუტებს გააჩნიათ სქელი შიგთავსი, რომელიც ამცირებს ხმაურსა და ქარის ზემოქმედებას ამცირებს. ეს კი ხანგრძლივი მგზავრობისას დამატებით კომფორტს ქმნის. 

ენდურო ჩაფხუტები - ენდურო მოტოციკლეტის ჩაფხუტი სპეციალურად შექმნილია მთიანი რელიეფისთვის. ეს ჩაფხუტები ასევე მოსახერხებელია მრავალფუნქციური მოტოციკლებისთვისაც, რომლებიც სხვადასხვა სახის გზებზე მოძრაობენ.

მოდულარი ჩაფხუტები - ისინი საუკეთესო ვარიანტია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არც ღია და არც დახურული ჩაფხუტის შეძენა არ სურთ. მათი უნიკალური დიზაინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს სახის ნაწილი აწიოს, ეს კი პროდუქტს განსაკუთრებით მოსახერხებელს ხდის.  ისინი იდეალურია იმ მძღოლებისთვის, რომლებიც მოტოციკლის მართვისას სხვადასხვა ტიპის დაცვას საჭიროებას. 

სამგზავრო ჩაფხუტები - სამგზავრო ჩაფხუტები სპეციალურად გრძელი მოგზაურობებისთვისაა შექმნილი. მათ გააჩნიათ დამატებითი დაცვა ცუდ ამინდებში და მაქსიმალური კომფორტი ერგონომიული დიზაინი. ისინი აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციური ელემენტებით, რომლებიც გრძელ მოგზაურობებს უფრო სასიამოვნოს ხდიან.

 

ჩვენი რჩევები ბაიკერის ჩაფხუტის შესარჩევად

პირველ რიგში, შეარჩიეთ შესაბამისი ზომა და ფორმა - დარწმუნდით, რომ ჩაფხუტი თავზე მჭიდროდ გაქვთ, თუმცა მასში მოძრაობა შესაძლებელი და კომფორტულია. 

თუ პროდუქტის შეძენა ონლაინ გსურთ, გირჩევთ გაზომოთ თავის გარშემოწერილობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ პროდუქტი. 

გაითვალისწინეთ თქვენი მოტოციკლის ტიპიც - თუ სპორტული მოტოციკლის მძღოლი ხართ, გირჩევთ, მაქსიმალური დაცულობისთვის დახურული ჩაფხუტი შეარჩიოთ. 

 

აუცილებლად დარწმუნდით იმაშიც, რომ შერჩეული პროდუქტი გამოხატავს არამხოლოდ თქვენი მოპედის ან მოტოციკლის, არამედ თქვენს პირად სტილსაც. ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია სხვადასხვა ფერის როგორც ვინტაჟური, ისე თანამედროვე ჩაფხუტები. 

 

მასალა გადამწყვეტ როლს თამაშობს მის ხარისხსა და სანდოობაში. მასალა აუცილებლად უნდა იყოს მდგრადი, არ ცხელდებოდეს მარტივად და არ ეცვლებოდეს ფერი. 

შეგახსენებთ, რომ ეკიპირების შერჩევა არამხოლოდ თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მოტოციკლის მართვასაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. 

 

რატომ "პიტსტოპ მოტო"? 

ჩვენი მოტოციკლების ცენტრი ჩაფხუტებისა და სხვა მოტო ეკიპირების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც მოტოციკლის ქურთუკები, ისე ფეხსაცმელები, შარვლები და ხელთათმანები. ყველაფერი ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მოტოციკლის მართვისას თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნოთ. 

სასურველი პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ განვადებითაც. ეს მოტო-პროდუქტებს მეტად ხელმისაწვდომს ხდის ყველანაირი ბიუჯეტის მქონე მოტომოყვარულისთვის. 

შენი ოცნების მოტოციკლის შესარჩევად ეწვიე PITSTOP MOTO-ს ცენტრს ან შეარჩიე სასურველი ნივთი ჩვენს ვებსაიტზე. 

Nov 19 , 2024

როგორ მოვამზადოთ მოტოციკლი სეზონისთვის - "პიტსტოპ მოტოს" რჩევები

Apr 22 , 2025

რისთვის გვჭირდება მოტოციკლის ტელეფონის სამაგრი? - 5 მიზეზი, რის გამოც ის უნდა შეიძინოთ

Apr 15 , 2025

სეზონური მოტოეკიპირება – როგორ შევარჩიოთ მოტოციკლის შარვლები და ქურთუკები სწორად?

Mar 04 , 2025

რისთვის გვჭირდება მოტოციკლის ფეხსაცმელი?

Mar 04 , 2025

რატომ უნდა აირჩიოთ სპორტული მოტოციკლი? - უპირატესობები და უარყოფითი მხარეები

Feb 03 , 2025

მოტოციკლის ტექნიკური უზრუნველყოფა - რომელი ნაწილები უნდა შევცვალოთ რეგულარულად?

Jan 31 , 2025

წყალგაუმტარი VS ტყავის ხელთათმანები - რომელია უკეთესი?

Jan 30 , 2025

5 საუკეთესო მოპედი 2025 წლისთვის - PITSTOP MOTO გირჩევთ

Jan 27 , 2025

როგორ მოვუაროთ მოტოციკლის საბურავებს? - 10 რჩევა ახალბედა მძღოლებისთვის

Jan 24 , 2025

როგორ შევარჩიოთ ჩაფხუტი? - პიტსტოპ მოტოს გზამკვლევი

Nov 19 , 2024
×
dfdfdf