5 აუცილებელი აქსესუარი შენი მოტოციკლისთვის
თუ მოტოციკლი შენი ყოველდღიური ტრანსპორტია ან უბრალოდ, მაშინ იცი რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული აქსესუარები. ისინი მოტოციკლისა და მოპედის მართვის გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. აქსესუარები საშუალებას გაძლევთ უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ იმგზავროთ.
ამ ბლოგში კი ვისაუბრებთ იმ 5 აქსესუარზე, რომელიც თქვენი მოტოციკლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოტოციკლის აქსესუარები კი “პიტსტოპ მოტოს” მოტოციკლების ცენტრში შეგიძლიათ შეიძინოთ.
1. მოტოციკლის დამცავები
დამცავები ძირითადად მოტოციკლის წინა და უკანა მხარეს მაგრდება. მათი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მოტოციკლის დაზიანების რისკს ინციდენტების დროს.
2. ტელეფონის სამაგრი
დღესდღეობით მობილური ტელეფონი თითქმის ყველა მძღოლის ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყოა. GPS-ით სარგებლობა, ზარებზე პასუხი ან მუსიკის მოსმენა – ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ტელეფონი თვალწინ, უსაფრთხოდ და მყარადაა დამაგრებული.
მოტოს ტელეფონის სამაგრი აქტიურად გამოიყენება მიტანის სერვისის თანამშრომლებს შორის, რომლებსაც თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის ეფექტურად შესასრულებლად მუდმივად სჭირდებათ ნავიგაციისთვის თვალის დევნება.
3. მუხლებზე გადასაფარებელი
მუხლებზე გადასაფარებლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია ზამთრის სეზონზე მოტოციკლის მძღოლებისთვის. ის სიცივის გარდა მძღოლს პოტენციური ტრავმებისგანაც იცავს. არსებობს როგორც მყარი, რეზინის, ისე რბილი ვარიანტები მეტად მოსახერხებელი გამოყენებისთვის.
4. მოტოციკლის გადასაფარებელი
როდესაც ვერ ვიპოვი გადახურულ ავტოსადგომს, მოტოციკლის გადასაფარებელი შენს მოტოციკლს მზის სხივების, წვიმის, სეტყვისა და ქარისა და ჭუჭყისგან დაიცავს. ასე თქვენი მოტოციკლი იერსახეს დიდხანს შეინარჩუნებს.
5. ავზის დამცავი
ავზის ზედაპირი ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ადგილია მოტოციკლზე. ავზის დამცავი ავზს ნაკაწრებისა და სხვა ტიპის დაზიანებებისგან. ის მარტივად დასამაგრებელია და ესთეტიკურადაც მეტად მიმზიდველს ხდის მოტოციკლს.
საბოლოო ჯამში, თუ გსურს შენი მოტოციკლის სტაბილურად გემსახუროს დიდხანს, სასურველია, ზემოთ ჩამოთვლილი აქსესუარები გამოიყენო ეკიპირების ნაწილად. ისინი არამხოლოდ შენს ტრანსპორტს, არამედ შენც გიცავს პოტენციური დაზიანებებისგან.
თუ შენც ეძებ ხარისხიან აქსესუარებს შენი მოტოციკლისთვის, გადახედე ჩვენს კატალოგს და აირჩიე ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდება.
Jul 02 , 2025