UNIBAT BATTERY |
|||||||||||||
PART # | TYPE | PRODUCT | VOLT | C.C.A. | AMP | L | H | W | +/- | ||||
Qnty | Price | Action |
მოტოციკლის აკუმულატორი მოპედის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია ძრავის, განათების სისტემისა და ყველა ელექტრონული მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის.
მოტო აკუმულატორი ასევე პასუხისმგებელია ელექტროენერგიის შენახვაზე, რომელიც იწარმოება გენერატორის მიერ ძრავის მუშაობისას. მათი სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესია, რადგან მოტოციკლეტის აკუმულატორი ტრანსპორტის სანდო მუშაობაზეა პასუხისმგებელი ნებისმიერ ამინდსა და ბუნებრივ პირობებში.
მოტოციკლის აკუმულატორის შერჩევა შეიძლება გამოწვევად იქცეს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად აწყდება ამ პრობლემას.
აკუმულატორის არასწორი შერჩევა კი იწვევს არა მხოლოდ არასტაბილურ მუშაობას, არამედ ხშირად მოტოციკლის ელექტრონული სისტემის დაზიანებასაც. სწორედ ამიტომ, მოტო აკუმულატორის შერჩევისას მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები გავითვალისწინოთ:
იმისთვის, რომ მოტოციკლის აკუმულატორი სწორად შეარჩიოთ, “პიტსტოპ მოტოს” ვებსაიტი საშუალებას გაძლევთ შესაბამის ველებში თქვენი ტრანსპორტის მონაცემები მიუთითოთ, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად შეარჩევს ზუსტად თქვენზე მორგებულ პროდუქტს. საკმარისია საიტზე მიუთითოთ ტრანსპორტის სტილი, მარკა, კუბატურა და მოდელი.
ჩვენს კატალოგში არსებული მოტოციკლეტის აკუმულატორები მრავალფეროვანია და განსხვავდება როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ისე სპეციფიკითა და ფასით.
თუ გსურთ მოტოციკლის აკუმულატორი ადგილზე შეარჩიოთ, ამ პროცესს ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტები კიდევ უფრო გაგიმარტივებენ. მათ თქვენს მოტოციკლთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე აქვთ პასუხი.
ამიტომ ეწვიეთ ჩვენს შოურუმს რ.აგლაძის 11ა-ში და შეარჩიეთ თქვენს ტრანსპორტზე მორგებული როგორც აკუმულატორი, ისე სხვა ნაწილები და აქსესუარები.