-
მოტოციკლის ზეთები და საპოხები წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს მოტოციკლების გამართული და ხანგრძლივი მუშაობისთვის.
"პიტსტოპ მოტო" გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მოტოციკლის ზეთებს წამყვანი მწარმოებლებისგან, რომლებიც სპეციალურად შექმნილია სხვადასხვა ტიპის ძრავებისა და საექსპლუატაციო პირობებისთვის. ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს თქვენი მოტოს მაქსიმალურ დაცვას.
შეგახსენებთ, “პიტსტოპ მოტოში” არამხოლოდ პრემიუმ ხარისხის მოტოციკლის ყიდვა, არამედ მრავალი სხვადასხვა ტიპის მოტო აქსესუარების, ნაწილების, ჩაფხუტებისა და სხვა პროდუქტების შერჩევა შეგიძლიათ.
"პიტსტოპ მოტოში” მოტოციკლის ზეთები და საპოხები ფართო ასორტიმენტით შეგხვდებათ. კატალოგი მოიცავს ყველა საჭირო პროდუქტს თქვენი ტრანსპორტის სრულყოფილი მოვლისთვის. ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ:
მოტოციკლის ძრავის ზეთები ოთხტაქტიანი ძრავებისთვის - სინთეტიკური, ნახევრად სინთეტიკური და მინერალური ფორმულები;
ტრანსმისიის ზეთი - მოტო ზეთები გადაცემათა კოლოფის ოპტიმალური მუშაობისთვის;
ჯაჭვის საპოხები - გაუმჯობესებული გადაცემა და ჯაჭვის ხანგრძლივი გამოყენება;
მოტოციკლის ძრავის ზეთი ორტაქტიანი ძრავებისთვის - საწვავთან შერევისთვის განკუთვნილი სპეციალური შემადგენლობის მქონე მოტო ზეთები;
ამორტიზატორის ზეთი - სხვადასხვა სიბლანტის მქონე ზეთი რბილი და კომფორტული სვლისთვის;
მუხრუჭის სითხეები - უმაღლესი ხარისხის DOT 3, DOT 4 და DOT 5.1 კლასიფიკაციით.
სპეციალური საწმენდი საშუალებები - კარბიურატორის, სარქველების და ძრავის გაწმენდისთვის
ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა სიბლანტით (10W-40, 15W-50, 5W-30) და ფორმულით, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ იდეალური მოტო ზეთები კონკრეტული მოდელისა და საექსპლუატაციო პირობებისთვის.
"პიტსტოპ მოტოში" წარმოდგენილი მოტოციკლის ზეთები შექმნილია წამყვანი მწარმოებლების მიერ, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი პროდუქციის მაღალი ხარისხით და ინოვაციური ფორმულებით. ჩვენი პროდუქტები უზრუნველყოფს ძრავის ეფექტურ დაცვას ცვეთისგან, გადახურებისა და კოროზიისგან, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს მოტოს სასიცოცხლო ციკლს და აუმჯობესებს მის მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ ზეთის რეგულარულ შეცვლასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი მოტოციკლის ნაწილები საჭიროებისამებრ გამოცვალოთ.
მოტოციკლის ძრავის ზეთის სწორად შერჩევა არის გადამწყვეტი ფაქტორი თქვენი ორთვლიანის ოპტიმალური მუშაობისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. პირველ რიგში, აუცილებლად გაითვალისწინეთ მწარმოებლის რეკომენდაციები - სახელმძღვანელოში მითითებულია ზეთის რეკომენდებული ტიპი, სიბლანტე და სხვა დეტალები. მნიშვნელოვანია ზეთის სიბლანტის (SAE კლასიფიკაცია) სწორად შერჩევა, რაც დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე და ძრავის ტიპზე - ცივ კლიმატში რეკომენდებულია უფრო დაბალი სიბლანტის ზეთი, ხოლო ცხელ კლიმატში - უფრო მაღალი. გაითვალისწინეთ ძრავის ტიპი - ორტაქტიანი ძრავებისთვის საჭიროა სპეციალური ზეთი, რომელიც იწვება საწვავთან ერთად, ხოლო ოთხტაქტიანი ძრავებისთვის - განსხვავებული ფორმულის მქონე ზეთი. მნიშვნელოვანია ასევე მოტოციკლის გამოყენების ინტენსივობა და სტილი - სპორტული მოტოციკლებისთვის და აგრესიული მართვის სტილისთვის რეკომენდებულია მაღალი ხარისხის სინთეტიკური ზეთები, ხოლო ჩვეულებრივი, ყოველდღიური გამოყენებისთვის შესაძლებელია ნახევრად სინთეტიკური ან მინერალური ზეთების გამოყენება.
ზეთის რეგულარული გამოცვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მოტოციკლების გამართული მუშაობისთვის, ამიტომ რეკომენდებულია ზეთის გამოცვლა მწარმოებლის მიერ მითითებული ინტერვალების მიხედვით. მაღალი ხარისხის მოტოციკლის ზეთებში ინვესტიცია, საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე ძრავის შეკეთება ან გამოცვლა. ძრავის შეკეთება კი ხშირად მოგიწევთ თუ დაბალი ხარისხის ზეთებს გამოიყენებთ.
შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი მოტოციკლის ზეთები და საპოხები "პიტსტოპ მოტოში", სადაც გელოდებათ პროფესიონალური კონსულტაცია და პროდუქციის ფართო არჩევანი.