მოტოციკლის მძღოლისთვის უსაფრთხოებისთვის კიდურების შესაბამისი დაცვა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ უწევს “პიტსტოპ მოტო” რეკომენდაციას როგორც მოტოციკლის შარვლების, ისე დამცავების შეძენას.
ჩვენი კატალოგი მოიცავს რამდენიმე კატეგორიას - დამცავებს როგორც მუხლებისა და იდაყვისთვის, ისე ტანის, ზურგისა და კისრისათვის. ისინი განსაკუთრებით გამოსადეგია სპორტული შეჯიბრებებსა და ექსტრემალური მოტო სპორტ აქტივობებში.
მუხლისა და იდაყვის დამცავების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სწორ ზომასა და მორგებას. ის კომფორტულად უნდა ერგებოდეს კიდურს და არ ზღუდავდეს მის მოძრაობას.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ სხვადასხვა მოტოციკლისთვის განსხვავებული მუხლის დამცავის შერჩევაა რეკომენდებული. ენდურო მოტოციკლისთვის გირჩევთ მეტად მყარი და გამძლე მუხლისა და იდაყვის დამცავი შეარჩიოთ.